• November

    2

    2024
  • 77
  • 0
,,სახეცვლილი” გვარამია კარვებისკენ მიიწევს და ამჯერად ასე იკმაყოფილებს თავის ,,ფეტიშს”…

,,სახეცვლილი” გვარამია კარვებისკენ მიიწევს და ამჯერად ასე იკმაყოფილებს თავის ,,ფეტიშს”…

,,მოდით, დავყაროთ ლეიბები მთელს რუსთაველზე და გავწვეთ”, -წლების წინ, თამარ ჩარკვიანის ნათქვამი ეს სიტყვები, ბევრმა ხუმრობად მიიღო და სოციალური ქსელების ერთგვარ ტრენდად იქცა. თუმცა გავიდა რამდენიმე წელი და მოღალატე ოპოზიციას, ეს სიტყვები სისრულეში მოჰყავს, მაგრამ მჯერად ლეიბები კარვებმა ჩაანაცვლა. კარვების ინიციატორი კი, ნიკა გვარამიაა, რომლის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში წერია, რომ ,,პროკურატურაც და ,,სუსიც” ფეხებზე ჰკიდია და ეძებს კარვებს, ან საჩუქრად, ან შესაძენად”.

როცა ყველა რადიკალებისგან სამოქმედო გეგმას ელოდა, რომელსაც რამდენიმე დღე აანონსებდნენ, ხუთშაბათის ბრიფინგზე თქვეს, რომ გეგმა ორშაბათის აქციაზე გახდება ცნობილი და როგორც ირკვევა, ამ განცხადებით საკუთარი ამომრჩეველიც გააბრაზეს.

რადიკალების შეკრების ადგილი ტრადიციულად რუსთაველის გამზირი იქნება.

ვინ შევა ნაპროკურორალი გვარამიას კარავში ? ეს კითხვა აქტუალობას არ კარგავს.

„გამოცხადებული გვაქვს კამპანია „კარვები საქართველოსთვის“, ეს არის ჩვენი კოალიციის ლოგისტიკური კამპანია და არ ნიშნავს, რომ ქუჩაში კარვების გაშლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად მხოლოდ ჩვენ მივიღებთ. ოპოზიციისთვის ერთიანად მისაღები გადაწყვეტილებაა, ოპოზიციის, რომელიც მალე ხელისუფლება გახდება. ლოგისტიკური ამოცანა გვაქვს, უკვე 50 კარვამდე გვაქვს შეგროვილი. მინდა, მოვუწოდო ყველას, დაგვეხმარეთ, ეს იქნება ჩვენი სამშობლოს და ერთიანი მიზნის სამსახური“,- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ნაპროკურორალი ,,ნაცი” გვარამია კარავში აპირებს თავის შეფარებას, თუმცა 50 კარავი, კია არა, 150-იც, რომ იყოს სიმრავლე შინაარსში ვერ გადაიზრდება. ერთადერთი, რაც შეიძლება გვარამიამ კარავში აკეთოს საქართველოს მოსახლეობის უმეტესმა ნაწილმა იცის და ღია ტექსტით აქ ვერ აღიწერება…ვინც ვერ წარმოიდგინა ოსკარ ვაილდსა და მის ბედისწერაზე გადავამისამართებდით. 

გიორგი გახარიას პარტიაში დარწმუნებულები არიან, რომ მათი ამომრჩეველი გვარამიას კარავში არ შევა.

აღსანიშნავია, რომ თაღლითი და მევახშე ხაზარაძის პარტიაში ( სადაც რამდენიმე პარტიაა გაერთიანებული ) , ბოლო დღეები, რაც ვერ შემდგარ გეგმაზე მსჯელობდნენ, გახარიას პარტიიდან არავინ მისულა.

რადიკალებს სამოქმედო გეგმას უწუნებს დანარჩენი ოპოზიცია, სადაც შეფასებები არა ერთგვაროვანია.

იაგო ხვიჩია კარვების ნაწილს სასაცილოდ მიიჩნევს და ამბობს, რომ ,,ოპოზიცია, ან სულელი, ან მოსყიდულია”.

რადიკალების გეგმას არასერიოზულად მიიჩნევენ ,,ქართულ ოცნებაში” და მათ აქციების ნაცვლად, კვლავ მოუწოდებენ, პროკურატურაში არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე დაწყებულ გამოძიებასთან ითანამშრომლონ და საგამოძიებო უწყებას მიაწოდონ ის ინფორმაცია და მტკიცებულებები, რასაც საჯარო განცხადებებში და მათ მიერ კონტროლირებად ე.წ დამოუკიდებელ მედია საშუალებებში აცხადებენ.

ერთ წრეზე სიარულმა და ,,აქციომანიამ” როგორც ჩანს, რადიკალებს არაფერი ასწავლა და შესაბამისად, ერთი და იგივე შეცდომის გამეორებით, სხვა შედეგს ვერ მიიღებს, თუ არა ფიასკოს. 

ირაკლი გუნია

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor