
სდსს-ი აცხადებს კანდიდატების შერჩევას განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების დაცვის დეპარტამენტში სამუშაოდ
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური აცხადებს კანდიდატების შერჩევას განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების დაცვის დეპარტამენტში სამუშაოდ.
აუცილებელი მოთხოვნები:
საქართველოს მოქალაქეობა;
ასაკობრივი ზედა ზღვარი – 37 წელი;
საშუალო განათლება.
სამუშაო პირობები:
მორიგეობა 3 დღეში ერთხელ, 24 საათიანი სამუშაო რეჟიმით;
კანონით დადგენილი სოციალური შეღავათები;
სპეციალური ფორმის ტანსაცმლით უზრუნველყოფა;
სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევა;
ანაზღაურებადი 30 დღიანი შვებულება;
ანაზღაურებადი დამატებითი შვებულება (სტუდენტებისთვის – აკადემიურ სასწავლო პროცესთან და სპორტსმენებისთვის სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობასთან დაკავშირებით);
სამსახურის სპორტული ინფრასტრუქტურით სარგებლობაზე ხელმისაწვდომობა;
ყოველთვიური მინიმალური თანამდებობრივი სარგო – დარიცხული 1850 ლარიდან;
ფულადი დანამატები სპეციალური ან სამხედრო წოდებისთვის, წოდებით ნამსახურობისთვის და კვარტალური პრემიის სახით.
დაინტერესებული პირები დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე: 2 92 16 31 (+ შიდა ნომერი: 4422 / 4429 / 4117) ან მობრძანდით სამსახურის ადმინისტრაციულ შენობაში მისამართზე 9 აპრილის ქ. N2.
ინფორმაციას სდსს-ი ავრცელებს.
მოამზადა ქეთი ხომერიკმა
,,GEO NEWS”




