• December

    3

    2024
  • 316
  • 0
,,სდსს”-ში დანიშვნით დააქვეითეს თუ არა დაზვერვის ყოფილი უფროსი დავით სუჯაშვილი ?

,,სდსს”-ში დანიშვნით დააქვეითეს თუ არა დაზვერვის ყოფილი უფროსი დავით სუჯაშვილი ?

გავრცელებული ინფორმაცით, თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით სუჯაშვილი მუშაობას სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გააგრძელებს.

,,GEO NEWS” ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დაუკავშირდა, სადაც ინფორმაცია არც დაგვიდასტურეს და არც უარყვეს, რასთან დაკავშირებითაც კომენტარს დაგვპირდნენ. 

p.s. ჩვენი ინფორმაციით, ბატონი დავით სუჯაშვილი მუშაობას ,,სდსს”-ში ნამდვილად განაგრძობს.

საინტერესოა, ის ფაქტი, რომ დავით სუჯაშვილი საქართველოს დაზვერვას ხელმძღვანელობდა, ბოლოს კი თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო. შესაბამისად, ,,სდსს”-ში ის ან სამსახურის უფროსის ან მოადგილის პოზიციაზე უნდა დაინიშნოს ან მეორე მოადგილის შტატი უნდა იქნას დაშვებული, რადგან სამსახურის უფროსს ერთი მოადგილე ჰყავს მხოლოდ, გენერალ-მაიორი ბატონი გიორგი ხადური. ხოლო უფრო დაბალ პოზიციაზე ბატონი სუჯაშვილის გამწესება მის სამსახურეობრივ დაქვეითებაზე მიუთითებს. 

ქეთი ხომერიკი

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor