• February

    23

    2025
  • 75
  • 0
სენაკის მუნიციპალიტეტში თოვლის საფარისგან გზების გაწმენდა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

სენაკის მუნიციპალიტეტში თოვლის საფარისგან გზების გაწმენდა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

თოვლის საფარისგან გზის გაწმენდითი სამუშაოები, დილიდან, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს და ამ წუთებშიც გრძელდება.

სენაკის მუნიციპალიტეტში იწმინდება, როგორც ცენტრალური და ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო, ისე შიდა საუბნო გზები.

გზების გაწმენდით სამუშაოებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი და ა(ა)იპ ,,სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრი” ახორციელებენ.

სამუშაოების მიმდინარეობას სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ბადრი ქუთელია, საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრის დირექტორი, ბადრი მამულია, მოადგილეები – გია წულეისკირი და თორნიკე ჯიჯეიშვილი ადგილზე ეცნობიან.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილებას როგორც ქალაქში, ასევე მიმდებარე სოფლებში.

ამასთან, ა(ა) იპ ,,სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრის” თანამშრომლები მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად, მუშაობის საგანგებო რეჟიმზე არიან გადასულები.

ინფორმაციას ა(ა)იპ ,,სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრი” ავრცელებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor