
სენაკში, ნოქალაქევის არქეოლოგიურ მუზეუმ-ნაკრძალში „ეგრისობის“ დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა
სენაკში, ნოქალაქევის არქეოლოგიურ მუზეუმ-ნაკრძალში „ეგრისობის“ დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა, რომელსაც ,,ქართული ოცნების” ფოთის, ხობის და სენაკის დელეგატი გიორგი ხახუბია დაესწრო.
,,ეგრისობა” -2024 მრავალფეროვანი პროგრამებით აღინიშნა.
გაიმართა ყველის, ღვინისა და თაფლის დეგუსტაცია და მასტერკლასები, ადგილობრივი მეწარმე ქალების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, საჯარო სკოლებისა და ადმინისტრაციული ერთეულების ჩართულობით – შემოდგომის კუთხე, მეგრული სამზარეულოს დეგუსტაცია, გამოფენები.
ხელოვნების, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრების ჩართულობით მოეწყო საბავშვო სივრცეები, ნახატების გამოფენა, ხატვის მასტერკლასები, ცენტრებთან არსებული ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ჯგუფების კონცერტები.
ღონისძიებაზე ასევე სენაკის საპატიო მოქალაქის წოდება სხვადასხვა სფეროში მოღვაწე 13 თანამოქალაქეს მიენიჭა.
სახალხო დღესასწაული გალა კონცერტით და ფეიერვერკით დასრულდა.
კონცერტში მონაწილებდნენ: დათუნა სირბილაძე, აჩიკო ნიჟარაძე და საქართველოს ქალთა კამერული ორკესტრი – მაესტრო დავით მაზანაშვილის ხელმძღვანელობით.
მოამზადა – ირაკლი გუნიამ




