
- By Keti Khomeriki
- In რეგიონები
სენაკში, 45 წლის ქალი ქმარმა მოკლა
,,ჭრილობები მუცლისა და გულ-მკერდის არეში მიაყენა”- სენაკში, 45 წლის ქალი ქმარმა მოკლა.
გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა მოხდა გვიან ღამით, სენაკში, ნაროუშვილის ქუჩაზე. მოკლულია 45 წლამდე ასაკის ქალი.
ადგილობრივების ინფორმაციით, ქალს სასიკვდილო ჭრილობები ქმარმა ცივი იარაღით მიაყენა.
,,საშინელი ტრაგედია დატრიალდა… ჭრილობები მუცლისა და გულ-მკერდის არეში მიაყენა, ქალი ადგილზე დაიღუპა. სხვა დეტალები არ ვიცით”, _ ამბობენ ადგილობრივები.
მათივე ინფორმაციით, ეჭვმიტანილი, შუა ხნის კაცი, პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.
მომხდარზე გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.




