• May

    30

    2025
  • 111
  • 0
სენატორი სტივ დეინსი აცხადებს, რომ ადასტურებს საქართველოს გადამწყვეტ როლს მშვიდობის, კეთილდღეობის ხელშეწყობაში და მტკიცედ მოუწოდებს დონალდ ტრამპთან მჭიდრო თანამშრომლობისკენ

სენატორი სტივ დეინსი აცხადებს, რომ ადასტურებს საქართველოს გადამწყვეტ როლს მშვიდობის, კეთილდღეობის ხელშეწყობაში და მტკიცედ მოუწოდებს დონალდ ტრამპთან მჭიდრო თანამშრომლობისკენ

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, სენატორი სტივ დეინსი აცხადებს, რომ მტკიცედ მოუწოდა საქართველოს, მჭიდროდ ითანამშრომლოს პრეზიდენტ ტრამპთან, მის ადმინისტრაციასთან საერთო ეკონომიკური და უსაფრთხოების ინტერესების წინსვლის მიზნით.

აღნიშნულის შესახებ ნათქვამია სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრის, სენატორ სტივ დეინსის განცხადებაში.

„სენატორი დეინსი მიესალმება საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შესაძლებლობას, რათა განეხილათ აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერების საკითხები. სენატორმა დაადასტურა საქართველოს გადამწყვეტი როლი კავკასიასა და მის ფარგლებს გარეთ მშვიდობის, კეთილდღეობის ხელშეწყობაში და მტკიცედ მოუწოდა საქართველოს, მჭიდროდ ითანამშრომლოს პრეზიდენტ ტრამპთან, მის ადმინისტრაციასთან საერთო ეკონომიკური და უსაფრთხოების ინტერესების წინსვლის მიზნით“, – ნათქვამია აშშ-ის სენატორის, სტივ დეინსის განცხადებაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor