• November

    28

    2023
  • 60
  • 0
სერგეი ლავროვის ეუთო-ს მინისტერიალზე დაშვების გამო უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი მინისტერიალს არ დაესწრება

სერგეი ლავროვის ეუთო-ს მინისტერიალზე დაშვების გამო უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი მინისტერიალს არ დაესწრება

სერგეი ლავროვის ეუთო-ს მინისტერიალზე დაშვების გასაპროტესტებლად უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი მინისტერიალს არ დაესწრება. ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ პირველად რუსეთის დელეგაციის დასწრება ეუთო-ს მინისტერიალზე გააღრმავებს კრიზისს, რომელშიც ეუთო რუსეთმა შეიყვანა“, – ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

კიევში აღნიშნავენ, რომ რუსეთი ძირს უთხრის ეუთო-ს, რასაც ამ ორგანიზაციაში მოქმედი კონსენსუსის წესის ბოროტად გამოყენებით ახერხებს.

„რუსეთი შანტაჟისა და ღია მუქარის გამოყენებით, სისტემატურად ბლოკავს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. 2024 წელს ეუთო-ს თავმჯდომარედ ესტონეთის კანდიდატურის დაბლოკვა რუსეთის მხრიდან წესების ბოროტად გამოყენების კიდევ ერთი მაგალითი გახდა. ამას გარდა, რუსეთს, უკვე 500 დღეა, უკანონოდ ჰყავს დაკავებული ეუთო-ს სამი უკრაინელი თანამშრომელი. ამრიგად, რუსეთმა შექმნა ეგზისტენციალური კრიზისი ეუთო-ში და ორგანიზაცია საკუთარი აგრესიის მძევლად გადააქცია“, – წერს უკრაინის საგარეო უწყება.

შეგახსენებთ, ჩრდილოეთ მაკედონიამ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ეუთო-ს მინისტერიალზე დასასწრებად მიიწვია. ამასთან, ჩრდილოეთ მაკედონიის თხოვნის საფუძველზე, ბულგარეთმა სერგეი ლავროვის თვითმფრინავს საჰაერო სივრცე გაუხსნა, ლავროვი ჩრდილოეთ მაკედონიაში ეუთო-ს მინისტერიალს დაესწრება.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor