• March

    6

    2025
  • 55
  • 0
სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ უკრაინაში ევროპის ქვეყნების სამშვიდობო ძალების განლაგება რუსეთთან ომში ნატო-ს პირდაპირ ჩართვას ნიშნავს

სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ უკრაინაში ევროპის ქვეყნების სამშვიდობო ძალების განლაგება რუსეთთან ომში ნატო-ს პირდაპირ ჩართვას ნიშნავს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, უკრაინაში ევროპის ქვეყნების სამშვიდობო ძალების განლაგება ნიშნავს რუსეთთან ომში ნატო-ს პირდაპირ ჩართვას.

ამის შესახებ სერგეი ლავროვმა პრესკონფერენციაზე გააკეთა განცხადება.

ლავროვი საპასუხო ზომებითაც დაიმუქრა და აღნიშნა, რომ „მოსკოვი არ აპირებს, ამგვარი ქმედებების დამკვირვებლად დარჩეს“.

„ჩვენ კატეგორიულად არ ვაპირებთ ამგვარი ქმედებების დაკვირვებას. ეს ნიშნავს უკვე არა ვითომ ჰიბრიდულ, არამედ პირდაპირ, ოფიციალურად, დაუფარავად ნატო-ს ქვეყნების ჩართვას რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ომში. ამის დაშვება შეუძლებელია“, – თქვა ლავროვმა.

ლავროვის განცხადებით, დარწმუნებულია, რომ მაკრონისა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის წინადადება უკრაინაში ერთი თვით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ჰაერში, ზღვაზე და ენერგეტიკაში, „მიზნად ისახავს უკრაინაში ევროპული ჯარების განლაგებას“.

„მაკრონი და სტარმერი, როგორ აღწერენ ისინი თავიანთ გეგმებს? ამბობენ, რომ საჭიროა, ერთი თვით შეჩერდეს საბრძოლო მოქმედებები, სულ მცირე, ჰაერში, ზღვაზე და ენერგეტიკის ობიექტებთან მიმართებაში და ამ ერთი თვის განმავლობაში იქ ჯარები განლაგდეს, პარალელურად მშვიდობის პირობების შეთანხმებით. მაგრამ თუ შენ ჯარები შეიყვანე ტერიტორიაზე, მაშინ შენ, ალბათ, აღარ მოისურვებ რაიმე პირობების შეთანხმებას, რადგან შენ ფაქტებს ქმნი ადგილზე“, – აღნიშნა ლავროვმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor