• February

    25

    2025
  • 79
  • 0
სერგეი ლავროვი – გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიერ აშშ-ს შემუშავებული რეზოლუციის მიღება აჩვენებს, რომ ომის მიზეზები უკეთ არის გააზრებული

სერგეი ლავროვი – გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიერ აშშ-ს შემუშავებული რეზოლუციის მიღება აჩვენებს, რომ ომის მიზეზები უკეთ არის გააზრებული

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიერ აშშ-ის შემუშავებული რეზოლუციის მიღება აჩვენებს, რომ ომის მიზეზები უკეთ არის გააზრებული. ამის შესახებ ლავროვმა ირანში ვიზიტისას აღნიშნა.

ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ირანელ კოლეგასთან გამართულ მოლაპარაკებებზეც ისაუბრა.

„ჩვენ განვიხილეთ უკრაინაში და მის გარშემო არსებული სიტუაცია. მადლობა გადავუხადე ირანელ კოლეგებს მათი დაბალანსებული პოზიციისთვის, რომელიც ეფუძნება ამ კრიზისის ძირეული მიზეზების, რუსეთის პოზიციისა და შეშფოთების გააზრებას“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

ცნობისთვის, გაერო-ს უშიშროების საბჭომ მიიღო აშშ-ის რეზოლუცია „მშვიდობისკენ გზა“, რომელიც უკრაინაში ომის სწრაფად დასრულების მოწოდებით გამოდის. დოკუმენტში რუსეთი არ არის მოხსენიებული აგრესორად.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor