• September

    10

    2023
  • 82
  • 0

სერგეი ლავროვი – დასავლეთმა ვერ შეძლო „დიდი ოცეულის“ დეკლარაციის უკრაინიზაცია

დასავლეთმა ვერ შეძლო „დიდი ოცეულის“ დეკლარაციის უკრაინიზაცია,- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. ლავროვის თქმით, ასოციაციის სამიტის დეკლარაციის შესაბამისი პუნქტი ჩამოყალიბებულია მთელი მსოფლიოს კონფლიქტის გადაწყვეტის აუცილებლობის კონტექსტში.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ „დიდი ოცეულის“ დეკლარაცია ასევე მოიცავდა სასურსათო უსაფრთხოების მნიშვნელოვან პრინციპებს, რომლებსაც რუსეთი მხარს უჭერს.

„ე.წ. უკრაინული პუნქტი, მართალია შეტანილია „დიდი ოცეულის“ სამიტის დეკლარაციაში, მაგრამ ეს არ არის უკრაინაზე, ეს არის მსოფლიოზე, გაერო-ს წესდების ყველა მიზნისა და პრინციპის შესაბამისად და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დოკუმენტის ეს ნაწილი უკრაინას არ ეძღვნება“, – აღნიშნა ლავროვმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor