• September

    24

    2023
  • 96
  • 0
სერგეი ლავროვი – დასავლეთი ცდილობს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შუამავლად წარმოაჩინოს თავი, ეს საჭირო არ არის

სერგეი ლავროვი – დასავლეთი ცდილობს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შუამავლად წარმოაჩინოს თავი, ეს საჭირო არ არის

მოვიდა დრო, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ყარაბაღში ნდობის საკითხი აღდგეს და მოსკოვის ჯარები მზად არიან, ამაში დაეხმარონ, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

ლავროვის განცხადებით, დასავლეთი ცდილობს, თავი წარმოაჩინოს შუამავლად ორ ქვეყანას შორის, რაც, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, საჭირო არ არის.

„ევროკავშირი ცდილობს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შუამავლობას და ვაშინგტონთან ერთად სამხრეთ კავკასიაში დესტაბილიზაცია მოაქვს. ახლა, როდესაც ერევნისა და ბაქოს ლიდერებმა გადაწყვიტეს ორი ქვეყნის სუვერენიტეტის ურთიერთაღიარების საკითხი, დადგა დრო მშვიდობიანი ცხოვრების, მისი დამკვიდრებისა, ნდობის განმტკიცებისა. რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტი ამას ყოველმხრივ ხელს შეუწყობს“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მანამდე ყარაბაღში მცხოვრები სომხების ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ აზერბაიჯანთან ცეცხლის შეწყვეტის პირობები სრულდება, მიმდინარეობს მუშაობა ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებაზე და დაჭრილთა ევაკუაციაზე.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor