• November

    13

    2025
  • 36
  • 0
სერგეი ლავროვი – დონალდ ტრამპმა ბუდაპეშტში დაგეგმილი რუსეთ-აშშ-ის სამიტი კულისებში გავრცელებული ინფორმაციის გამო გადადო

სერგეი ლავროვი – დონალდ ტრამპმა ბუდაპეშტში დაგეგმილი რუსეთ-აშშ-ის სამიტი კულისებში გავრცელებული ინფორმაციის გამო გადადო

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ბუდაპეშტში დაგეგმილი რუსეთ-აშშ-ის სამიტი კულისებში გავრცელებული ინფორმაციის გამო გადადო, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღანელმა დაადასტურა, რომ მოსკოვი მზად არის უნგრეთში სამიტის ჩასატარებლად, თუ მზადება წინა მოლაპარაკებების შედეგებს დაეფუძნება.

ლავროვმა დასძინა, რომ სამიტი მხოლოდ ყურადღებით შემუშავებული დღის წესრიგით შეიძლება ჩატარდეს.

„საიდან და ვისგან მოვიდა ამერიკელი ლიდერისთვის საიდუმლო ანგარიშები, რის შემდეგაც მან ბუდაპეშტის სამიტი ან გადადო, ან გააუქმა, ჩემთვის უცნობია“, – აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებს, ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს 16 ოქტომბერს, წელს რიგით მერვე სატელეფონო საუბარი ჰქონდათ. საუბრის შემდეგ მოსკოვმა და ვაშინგტონმა ბუდაპეშტში სამიტისთვის მზადება დაიწყეს. მოგვიანებით ტრამპმა მოლაპარაკებების გაუქმების შესახებ განაცხადა. პუტინმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ შეხვედრა, სავარაუდოდ, გადაიდო. კრემლმა და თეთრმა სახლმა ლიდერებს შორის მომავალში შეხვედრის შესაძლებლობა არ გამორიცხეს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor