• November

    25

    2025
  • 85
  • 0
სერგეი ლავროვი – ევროპა ამბობს, „არ გაბედოთ ჩვენ გარეშე რამის გაკეთება“, ბიჭებო, თქვენ უკვე გქონდათ შანსები, რომლებიც ხელიდან გაუშვით

სერგეი ლავროვი – ევროპა ამბობს, „არ გაბედოთ ჩვენ გარეშე რამის გაკეთება“, ბიჭებო, თქვენ უკვე გქონდათ შანსები, რომლებიც ხელიდან გაუშვით

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებებს უკრაინასთან დაკავშირებით ოცნება უწოდა, რომელსაც, მისივე თქმით, არაფერი აქვს საერთო კონფლიქტის მოგვარებასთან.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მოსკოვი ამერიკული მხარისგან მოელის, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ შემოთავაზებული უკრაინის საკითხის მოგვარების გეგმის ევროპასა და უკრაინასთან შეთანხმებულ ვერსიას წარადგენს.

ლავროვის მტკიცებით, თუ დოკუმენტიდან წაიშლება ანკორიჯის სულისკვეთება, მაშინ ეს ფუნდამენტურად განსხვავებული სიტუაცია იქნება.

„ვინც ცდილობს წარდგენილი დოკუმენტების გააზრებას, პირველ რიგში, ისინი განზრახ გაავრცელეს მედიაში ამ აჟიოტაჟის გასაღვივებლად. ისინი, ვინც ამ აჟიოტაჟს აწყობენ, რა თქმა უნდა, ამას განსაკუთრებით არ მალავენ, მათ სურთ დონალდ ტრამპის ძალისხმევისთვის ძირის გამოთხრა, ამ გეგმის თავისებურად გადაწერა. გვაქვს კომუნიკაციის არხები ჩვენს ამერიკელ კოლეგებთან; ისინი გამოიყენება და მათგან ველოდებით ვერსიას, რომელსაც ისინი შუალედურ ვერსიად მიიჩნევენ ამ ტექსტის ევროპელებსა და უკრაინელებთან კოორდინაციის ფაზის დასრულების თვალსაზრისით“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ევროპელებმა ვერ გამოიყენეს თავიანთი შანსი უკრაინის კრიზისის დარეგულირების საქმეში.

„ასე რომ, ევროპა ახლა როდესაც ამბობს, „არ გაბედოთ ჩვენ გარეშე რამის გაკეთება“, თქვენ უკვე გქონდათ შანსები, ბიჭებო, თქვენ ვერ ისარგებლეთ ამ შანსებით, უბრალოდ, ხელიდან გაუშვით. ჩვენ ვაფასებთ ბელარუსის შუამავლობას, თურქეთის შუამავლობას და ვაფასებთ უნგრეთის პოზიციას, რომელსაც სიამოვნებით სურს პრეზიდენტ ტრამპის მიერ შემოთავაზებული რუსეთ-აშშ-ის სამიტის მასპინძლობა. რა თქმა უნდა, ვაფასებთ თავად შეერთებული შტატების პოზიციას, რომელიც ერთადერთი დასავლური ქვეყანაა, ლონდონის, ბრიუსელის, პარიზისა და ბერლინისგან განსხვავებით, რომელიც ინიციატივას იჩენს გადაწყვეტის მოსაძებნად. ჩვენ ვაფასებთ ამას, კიდევ ერთხელ ვიმეორებ“, – აღნიშნა სერგეი ლავროვმა.

ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა აღნიშნა : „ჩვენ გვინდა მშვიდობა, მაგრამ არა ისეთი მშვიდობა, რომელიც რეალურად კაპიტულაციაა, ეს ნიშნავს, რომ უკრაინა წარმოუდგენელ პოზიციაში აღმოჩნდება და რუსეთს სრული თავისუფლება ექნება“.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor