• May

    28

    2025
  • 76
  • 0
სერგეი ლავროვი – მოლაპარაკებები ომზე უკეთესია, მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდზე უახლოეს მომავალში გამოვაცხადებთ

სერგეი ლავროვი – მოლაპარაკებები ომზე უკეთესია, მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდზე უახლოეს მომავალში გამოვაცხადებთ

რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების ახალი რაუნდის შესახებ მალე გამოცხადდება, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა უსაფრთხოების საკითხებში წარმომადგენლების შეხვედრაზე განაცხადა.

„16 მაისს სტამბოლში მოლაპარაკებებზე ჩვენ დაჟინებით მოვითხოვდით ყველა დისკრიმინაციული კანონის გაუქმებას და ასე გავაგრძელებთ ამას პირდაპირი მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდზე, რომლის შესახებაც უახლოეს მომავალში გამოვაცხადებთ“, – განაცხადა მან.

სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ რუსეთი დიდი ხანია, მზად იყო კიევთან მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ უკრაინა უარს ამბობდა და მას ამ პროცესში მონაწილეობის მიღებას ევროპის ხელმძღვანელობა უშლიდა.

როგორც სერგეი ლავროვმა განაცხადა, მოლაპარაკებები ომზე უკეთესია, თუმცა კონფლიქტის წარმატებული დასრულებისთვის აუცილებელია მისი საწყისი მიზეზების აღმოფხვრა.

„მოლაპარაკებები ომზე უკეთესია, თუმცა წარმატების მისაღწევად და ჩვენ ამის ღრმად გვჯერა, აუცილებელია კონფლიქტის საწყისი მიზეზების აღმოფხვრა, როგორც ეს არაერთხელ აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინის ნეიტრალურ, ბლოკგარეშე, არაბირთვულ სტატუსზე დაბრუნება რუსეთის ერთ-ერთ პირობად რჩება კონფლიქტის დარეგულირებისთვის. მან აღნიშნა, რომ სწორედ 1991 წელს კიევის მიერ ასეთი სტატუსის გამოცხადებამ შესაძლებელი გახადა, რომ რუსეთსა და დანარჩენ მსოფლიოს უკრაინის დამოუკიდებლობა ეღიარებინათ.

„და დაბრუნება ამ დაპირებებზე, რომელთა დარღვევასაც ნაცისტური რეჟიმი ცდილობდა და ჩაწერა კიდეც კონსტიტუციაში ვალდებულება არაბირთვული სტატუსის დარღვევის შესახებ, ამ ვალდებულების დაბრუნება არის რუსეთის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, რომელიც უნდა დაკმაყოფილდეს ნებისმიერი დარეგულირების ფარგლებში, როგორც ეს იყო გათვალისწინებული 2022 წლის აპრილში სტამბოლში მოლაპარაკებებზე“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

რუსმა მაღალჩინოსანმა ასევე კონფლიქტის დაწყების მიზეზად „უკრაინის ნატოში ჩათრევა“ და „ნატო-ს აგრესიულის ექსპანსია“ დაასახელა.

„კონფლიქტის საწყისი მიზეზი ეხება უკრაინის ნატო-ში ჩათრევის ხაზს. უკვე არაერთხელ ვისაუბრე, რომ უკრაინაში კონფლიქტის და უფრო ფართოდ – ევროპაში უსაფრთხოების ღრმა კრიზისის გამომწვევი მიზეზი გახდა სწორედ ნატოს მრავალწლიანი აგრესიული ექსპანსია აღმოსავლეთით, რომელიც ხორციელდებოდა საბჭოთა კავშირის, შემდგომ კი რუსეთის ხელმძღვანელობისთვის მიცემული დაპირებების მიუხედავად, ამერიკელებისა და ევროპელების ფიცით დადებული დაპირებების, რომ ნატოს გაფართოება არ მოხდება“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor