• June

    26

    2025
  • 82
  • 0
სერგეი ლავროვი – ნატო-ს თავდაცვის ხარჯების ზრდა რუსეთის უსაფრთხოებაზე მნიშვნელოვან გავლენას არ მოახდენს, მოსკოვმა იცის, როგორ უზრუნველყოს უსაფრთხოება

სერგეი ლავროვი – ნატო-ს თავდაცვის ხარჯების ზრდა რუსეთის უსაფრთხოებაზე მნიშვნელოვან გავლენას არ მოახდენს, მოსკოვმა იცის, როგორ უზრუნველყოს უსაფრთხოება

ნატო-ს თავდაცვის ხარჯების ზრდა რუსეთის უსაფრთხოებაზე მნიშვნელოვან გავლენას არ მოახდენს, მოსკოვმა იცის, როგორ უზრუნველყოს უსაფრთხოება, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

ლავროვის თქმით, ევროპის მთავრობების გეგმები თავდაცვის ხარჯების გაზრდის შესახებ საფრთხეს უქმნის ადგილობრივ გადასახადის გადამხდელებს, რომელთა ფულიც ბოლო წლებში უკვე გამოიყენებოდა რუსეთთან უაზრო დაპირისპირების დასაფინანსებლად უკრაინაში.

„ჩვენ ვიცით, რა მიზნებს ვისწრაფვით, არ ვმალავთ მათ, ღიად ვაცხადებთ, ისინი აბსოლუტურად ლეგალურია გაერო-ს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების ნებისმიერი ინტერპრეტაციის თვალსაზრისით. ვიცით, რა საშუალებებით უზრუნველვყოფთ ყოველთვის ამ მიზნების მიღწევას“, – აღნიშნა სერგეი ლავროვმა.

25 ივნისს ნატოს სამიტის შედეგად წევრმა ქვეყნებმა ვალდებულება აიღეს, რომ 2035 წლისთვის ყოველწლიურად თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტი 5 პროცენტი გამოყონ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor