• February

    26

    2025
  • 63
  • 0
სერგეი ლავროვი – რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლები 27 თებერვალს სტამბოლში შეხვედრას გამართავენ

სერგეი ლავროვი – რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლები 27 თებერვალს სტამბოლში შეხვედრას გამართავენ

სტამბოლში 27 თებერვალს რუსი და ამერიკელი დიპლომატები შეხვდებიან, სადაც ორი ქვეყნის საელჩოების მუშაობის პრობლემებს განიხილავენ, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა კატარში ვიზიტის შედეგების შესახებ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, დიპლომატები, მაღალი დონის ექსპერტები სისტემურ პრობლემებს განიხილავენ, რომლებიც აშშ-ის წინა ადმინისტრაციის უკანონო საქმიანობის შედეგად დაგროვდა.

„ქმნიდა ხელოვნურ დაბრკოლებებს რუსეთის საელჩოს საქმიანობისთვის, რაზეც ჩვენ, ბუნებრივია, ვპასუხობდით საპასუხო ზომებით და ასევე ვქმნიდით არაკომფორტულ პირობებს მოსკოვში ამერიკის საელჩოს მუშაობისთვის“, – აღნიშნა სერგეი ლავროვმა.

აღსანიშნავია, რომ ეს იქნება აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლების მეორე შეხვედრა.

მანამდე, 18 თებერვალს ერ-რიადში აშშ-სა და რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა მოლაპარაკებები გაიმართა, სადაც მხარეები, მათ შორის, შეთანხმდნენ ორი ქვეყნის საელჩოების მუშაობის აღდგენაზე.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor