
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა, სიახლეები
სერგეი ლავროვი – რუსეთი მზადაა, საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ურთიერთობების ნორმალიზებაში დაეხმაროს
,,მოსკოვი მზადაა საქართველოს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების პროცესში დაეხმაროს”,- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.
სერგეი ლავროვის თქმით, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება სამართლიანად აფასებს წარსულს. როგორც ლავროვმა აღნიშნა გარკვეული სახის კონტაქტი გარდაუვალია, თუმცა ამბობს იმასაც, რომ ეს თავად ქვეყნებმა უნდა გადაწყვიტონ.
,,საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება უბრალოდ სამართლიანად აფასებს წარსულს”, – აღნიშნა ლავროვმა და დაამატა, რომ ,,გარკვეული სახის კონტაქტი გარდაუვალია”.
,,თუ ყველა მხარის ინტერესი იქნება ამ ურთიერთობების ნორმალიზებაში, თავდაუსხმელობის შეთანხმებების უზრუნველყოფაში, ჩვენ, მხარეების დაინტერესების შემთხვევაში, მზად ვიქნებით, დავეხმაროთ“, – აღნიშნა სერგეი ლავროვმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის მაღალი დონის კვირეულის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე.
ავტორი: ირაკლი გუნია





