• November

    27

    2023
  • 132
  • 0
სერგეი ლავროვი – რუსეთს მეზობელი ქვეყნების არავითარი დაპყრობის გეგმა არ აქვს, არც ჰქონია და არც შეიძლება, ჰქონდეს

სერგეი ლავროვი – რუსეთს მეზობელი ქვეყნების არავითარი დაპყრობის გეგმა არ აქვს, არც ჰქონია და არც შეიძლება, ჰქონდეს

რუსეთს მეზობელი ქვეყნების არავითარი დაპყრობის გეგმა არ აქვს, არც ჰქონია და არც შეიძლება ჰქონდეს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა პრიმაკოვის საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ლავროვის თქმით, რუსეთს მეზობლების მიმართ აგრესიული გეგმები არ აქვს და ამის შესახებ დასავლეთში განცხადებები სიმართლეს არ შეესაბამება.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გაიხსენა, რომ პენტაგონის ხელმძღვანელმა, ლოიდ ოსტინმა პირადად არაერთხელ განაცხადა, რომ თუ შეერთებული შტატები უკრაინას არ დაუჭერს მხარს, რუსეთი გაიმარჯვებს და თავს დაესხმება მეზობელ ქვეყნებს.

სერგეი ლავროვმა ყურადღება გაამახვილა ეუთო-ს როლზეც და თქვა, რომ შესაძლებელია მცდელობა ეუთო-ს, როგორც დიალოგის პლატფორმის გადასარჩენად, მაგრამ შანსი მცირეა.

ლავროვის განცხადებით, საერთაშორისო ასპარეზზე არსებულ ვითარებას მეორე ცივი ომი არ უნდა ეწოდოს, რადგან ფუნდამენტური განსხვავება იყო კოლექტიური დასავლეთის ქვეყნების სურვილი, გაენადგურებინათ საერთაშორისო კოლექტიური უსაფრთხოების სისტემა და გამოეყენებინათ უკრაინა რუსეთთან ღია კონფრონტაციისთვის.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor