• October

    20

    2023
  • 90
  • 0
სერგეი ლავროვი – ღაზის სექტორის კრიზისის რეგიონულ კონფლიქტში გადაყვანის რისკი საკმაოდ სერიოზულია, ვაკვირდებით მცდელობებს, ყველაფერი ისევ ირანს დავაბრალოთ და ეს საკმაოდ პროვოკაციულად მიგვაჩნია

სერგეი ლავროვი – ღაზის სექტორის კრიზისის რეგიონულ კონფლიქტში გადაყვანის რისკი საკმაოდ სერიოზულია, ვაკვირდებით მცდელობებს, ყველაფერი ისევ ირანს დავაბრალოთ და ეს საკმაოდ პროვოკაციულად მიგვაჩნია

ღაზის სექტორის კრიზისის რეგიონულ კონფლიქტში გადაყვანის რისკი საკმაოდ სერიოზულია, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, გაერო-ში აშშ-ის მიერ რეზოლუციის დაბლოკვა ნიშნავს, რომ ის არ არის მზად ზავის, ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებისთვის.

„მიჭირს ვიმსჯელო, რა მიზნებს მისდევს აშშ. ჩვენ ვაკვირდებით მცდელობებს, ყველაფერი ისევ ირანს დავაბრალოთ და ეს საკმაოდ პროვოკაციულად მიგვაჩნია. უფრო მეტიც, ირანის ხელმძღვანელობა, ვფიქრობ, ძალიან პასუხისმგებლობიან, დაბალანსებულ პოზიციას იკავებს და მოუწოდებს ყველას, თავიდან აიცილონ ამ კონფლიქტის მთელ რეგიონში და მეზობელ ქვეყნებში გავრცელება. ჩვენ სწორედ ამისკენ ვისწრაფვით პალესტინელებთან, სხვა არაბ კოლეგებთან და ისრაელთან კონტაქტებში“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor