• February

    22

    2025
  • 60
  • 0
სვანეთი ფრირაიდის მსოფლიო ტურს უკვე მეორედ მასპინძლობს

სვანეთი ფრირაიდის მსოფლიო ტურს უკვე მეორედ მასპინძლობს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის ტრასების სააგენტოს“ (MTA) ორგანიზებით, 22 თებერვალს კურორტ თეთნულდზე ფრირაიდის მსოფლიო ტური გაიმართება.

საქართველო, უკვე მეორედ, ექვს წამყვან ექსკლუზიურ ქვეყანას შორისაა (კანადა, საფრანგეთი, ესპანეთი, შვეიცარია, ავსტრია და საქართველო), რომლებსაც ფრირაიდის მსოფლიო ტურის ჩატარების უფლება ხვდათ წილად.

ღონისძიებაში 50 გამორჩეული რაიდერი იასპარეზებს, მათ შორის, „ვაილდ ქარდის“ მფლობელი, საქართველოს წარმომადგენელი ჯაბა სხვედიანი.

საქართველომ ფრირაიდის მსოფლიო ტურს პირველად გასულ წელს უმასპინძლა. შეჯიბრის დამფუძნებლების მხრიდან ღონისძიება არა მხოლოდ წარმატებულად, არამედ ფრირაიდის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო შეჯიბრებად შეფასდა. შესაბამისად, საქართველო მსოფლიო რუკაზე, როგორც ახალი მიმართულება, კიდევ ერთხელ მონიშნა.

ფრირაიდი ზამთრის სპორტის განსაკუთრებული სახეობაა, რომელიც რთულ და მთიან რელიეფზე გაუკვალავ თოვლში სრიალს გულისხმობს. ეს სახეობა მსოფლიოში ახალი მიმართულებაა, რომელსაც დიდი პოტენციალი აქვს. სწორედ ამიტომ საერთაშორისო სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაციამ (FIS) საკუთარ შემადგენლობაში შეიყვანა და ღონისძიებები მათი ეგიდით ტარდება.

მესტია მსოფლიოში ფრირაიდის ახალი მიმართულება გახდა, ხოლო კურორტი თეთნულდი ფრირაიდის მოყვარულთათვის პოზიციონირდა, როგორც ახალი აღმოსაჩენი ადგილი.

ფრირაიდის მსოფლიო ტური ჯამურად 300 მლ (100 TV, 200 Digital) მაყურებელს ფარავს. ღონისძიება უმნიშვნელოვანესია ზამთრის სპორტისა და ტურიზმის განვითარებისთვის.

ღონისძიების მაღალი სტანდარტით ჩატარება საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების პოტენციალს საერთაშორისო მასშტაბით წარმოაჩენს, გაზრდის საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების ცნობადობას ახალი მიმართულებით და უფრო მიმზიდველს გახდის ადგილობრივი და უცხოელი დამსვენებლებისა და ინვესტორებისთვის, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საქართველოში ტურიზმის განვითარებასა და შესაბამისი საინვესტიციო გარემოს შექმნას.

ინფორმაციას ეკონიმიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor