
სვანეთში დაკარგული გიორგი გვიშიანი და გიორგი ფარჯიანი ოჯახის წევრებს უკვე დაუკავშირდნენ და თავს კარგად გრძნობენ
მესტიისა და ლენტეხის ტერიტორიაზე დაკარგული გიორგი გვიშიანი და გიორგი ფარჯიანი ოჯახის წევრებს უკვე დაუკავშირდნენ.
როგორც ოჯახის წევრებმა საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, ისინი თავს კარგად გრძნობენ.
გიორგი გვიშიანი და გიორგი ფარჯიანი 21 ივლისს მესტიის მუნიციპალიტეტის იფარის თემის სოფელ ზეგანიდან ლენტეხის მიმართულებით საფეხმავლო ბილიკით წავიდნენ. 22 ივლისს მათთან კავშირი გაწყდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების თანამშრომლები, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, ადგილობრივები ახალგაზრდებს როგორც მესტიის, ასევე ლენტეხის მიმართულებით ეძებდნენ.





