• November

    26

    2025
  • 55
  • 0
„სიენენი“ – კიევმა და ვაშინგტონმა „სამშვიდობო გეგმის“ უმეტეს საკითხზე კონსენსუსს მიაღწიეს, თუმცა, სულ მცირე, სამ პუნქტზე ვერ შეთანხმდნენ

„სიენენი“ – კიევმა და ვაშინგტონმა „სამშვიდობო გეგმის“ უმეტეს საკითხზე კონსენსუსს მიაღწიეს, თუმცა, სულ მცირე, სამ პუნქტზე ვერ შეთანხმდნენ

აშშ-მა და უკრაინამ ამერიკის მიერ შემოთავაზებული „სამშვიდობო გეგმის“ უმეტეს საკითხზე კონსენსუსს მიაღწიეს, თუმცა უთანხმოებები კვლავ არსებობს და საბოლოო ტექსტი შეთანხმებული არ არის, – ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ მოლაპარაკებებთან დაკავშირებულ უკრაინულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, კიევი და ვაშინგტონი „სამშვიდობო გეგმის“, სულ მცირე, სამ პუნქტზე ვერ შეთანხმდნენ. როგორც „სიენენი“ იუწყება, უთანხმოება ეხება, მათ შორის, ისეთ მგრძნობიარე საკითხს, როგორიცაა ტერიტორიული დათმობა, კერძოდ, აშშ-ის წინადადებას, რუსეთს გადაეცეს უკრაინის ტერიტორიის ის ნაწილი, რომელიც მას არ აუღია;

„სიენენის“ ცნობით, მეორე საკითხი ეხება უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობის 600 ათასამდე შეზღუდვის წინადადებას. წყაროს ინფორმაციით, მოლაპარაკებების დროს ახალი რიცხვი იყო შეთავაზებული, მაგრამ კიევს დათანხმებამდე დამატებითი ცვლილებები სურს;

მესამე საკითხი, რომელზეც კონსენსუსი არ არის მიღწეული, ეხება უკრაინის მიერ ნატო-ს წევრობაზე უარის თქმის თემას, რაც, „სიენენის“ წყაროს განცხადებით, მიუღებელია. მისივე თქმით, ასეთი დათმობა „ცუდ პრეცედენტს“ შექმნის, რაც, ფაქტობრივად, რუსეთს ვეტოს უფლებას მისცემს ნატო-ს გადაწყვეტილებებზე, მაშინ როდესაც ამ ორგანიზაციის „წევრიც კი არ არის“.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor