• June

    28

    2024
  • 95
  • 0
სიენენი“ – რეგისტრირებული ამომრჩევლების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ტელედებატებს დონალდ ტრამპმა უკეთ გაართვა თავი

სიენენი“ – რეგისტრირებული ამომრჩევლების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ტელედებატებს დონალდ ტრამპმა უკეთ გაართვა თავი

„სიენენის“ ინფორმაციით, რეგისტრირებული ამომრჩევლების უმრავლესობა, რომლებიც პრეზიდენტ ჯო ბაიდენის და რესპუბლიკელი კანდიდატის დონალდ ტრამპის დებატებს უყურებდნენ, მიიჩნევენ, რომ დებატებს დონალდ ტრამპმა უკეთ გაართვა თავი.

გამოკითხულთა 67 % ამბობს, რომ ტრამპმა საკუთარი პოზიციები უფრო მკაცრად გამოხატა, 33 % კი თვლის, რომ ეს ბაიდენმა უფრო კარგად გააკეთა.

გამოკითხულთა 57 % თვლის, რომ ისინი არ ენდობიან ბაიდენის შესაძლებლობებს, მართოს ქვეყანა, ხოლო 44 % აცხადებს, რომ ამ მხრივ მათ ტრამპის მიმართ არ აქვთ ნდობა. ამ მიმართულებით მაღალი მაჩვენებელი არცერთ კანდიდატს აქვს, თუმცა დებატების მაყურებელთა 36% ამბობს, რომ ისინი ქვეყნის მართვაში დონალდ ტრამპს ენდობიან, მხოლოდ 14 % კი ამ მხრივ ჯო ბაიდენს ენდობა.

„სიენენის“ გამოკითხვა ტექსტური შეტყობინებების საშუალებით, 565 დარეგისტრირებულ ამერიკელ ამომრჩეველს შორის ჩატარდა.

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor