• October

    5

    2025
  • 32
  • 0
სირიაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

სირიაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დასრულების შემდეგ, სირიაში საპარლამენტო არჩევნები პირველად ტარდება. „როიტერის“ ინფორმაციით, დღეს კენჭისყრა 210-ადგილიანი პარლამენტის ორ მესამედს აირჩევს. თუმცა, საკანონმდებლო ორგანო ოფიციალურად იქამდე არ შეიქმნება, ვიდრე სირიის პრეზიდენტი ალ-შარა დარჩენილ მესამედს თავად არ აირჩევს.

საარჩევნო კოლეგიები კანდიდატებს 60 რაიონში აირჩევენ, თითოეულ რაიონში 7 000 საარჩევნო კოლეგა მონაწილეობს.

უსაფრთხოებისა და პოლიტიკური მიზეზების მოტივით, კენჭისყრა ქვეყნის სამ პროვინციაში არ მიმდინარეობს. აღნიშნულ რეგიონებს უმცირესობების ჯგუფები აკონტროლებენ, რის შედეგადაც პარლამენტში 19 ადგილი ცარიელი დარჩა.

ამასთან, ქვეყანაში მიღებული ახალი გენდერული კვოტის მიხედვით, საკანონმდებლო ორგანოში ქალების წილი 20%-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. როგორც „როიტერი“ წერს, სირიის პრეზიდენტი აჰმედ ალ-შარაა, რომელიც ხელისუფლებაში ასადის დამხობის შემდეგ მოვიდა, ცდილობს თავისი გავლენის განმტკიცებას ქვეყანაზე, რომელშიც ომი და დაპირისპირება წლების განმავლობაში მიმდინარეობდა.

ცნობისთვის, 2024 წლის დეკემბერში სირიაში ბაშარ ასადის 24-წლიანი მმართველობა დასრულდა. 2025 წლის 30 იანვარს კი სირიის დე ფაქტო ლიდერი აჰმედ ალ-შარაა ქვეყნის პრეზიდენტი გახდა და თანამდებობა „გარდამავალი პერიოდის“ განმავლობაში დაიკავა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor