• November

    30

    2024
  • 85
  • 0
სირიელი მეამბოხეები ქალაქ ალეპოში იერიშით შევიდნენ, შეტაკებების შედეგად 255 ადამიანი დაიღუპა

სირიელი მეამბოხეები ქალაქ ალეპოში იერიშით შევიდნენ, შეტაკებების შედეგად 255 ადამიანი დაიღუპა

სირიელი მეამბოხეები ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქ ალეპოში იერიშით შევიდნენ. საბრძოლო შეტაკებებში, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა, 255 ადამიანი დაიღუპა. როგორც „დოიჩე ველე“ წერს, მეამბოხე ძალები ასადის სამთავრობო ძალებს უპირისპირდებიან, რომელთაც, თავის მხრივ, ირანისა და რუსეთის მხარდაჭერა აქვთ.

საბრძოლო მოქმედებები ოთხშაბათს ისლამისტური დაჯგუფების, „ჰაიატ თაჰრირ ალ-შამის“ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაიწყო. მათ შეუერთდნენ თურქეთის მიერ მხარდაჭერილი მეამბოხე ძალები, რომლებიც საკუთარ თავს სირიის ეროვნულ არმიას უწოდებენ.

ალეპოში შესვლამდე მეამბოხე ძალებმა 50-ზე მეტ დასახლებაზე მოიპოვეს კონტროლი.

გაერო-ს ცნობით, ბოლო სამი დღის განმავლობაში 27 მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული. 14 000-მდე ადამიანი კი იძულებული გახდა, საცხოვრებელი დაეტოვებინა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor