• March

    10

    2025
  • 64
  • 0
სირიის დედაქალაქში ქვეყანაში მიმდინარე ძალადობის წინააღმდეგ აქცია გაიმართა, დემონსტრანტებს პარალელურ აქციაზე შეკრებილი მთავრობის მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ

სირიის დედაქალაქში ქვეყანაში მიმდინარე ძალადობის წინააღმდეგ აქცია გაიმართა, დემონსტრანტებს პარალელურ აქციაზე შეკრებილი მთავრობის მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ

სირიის დედაქალაქ დამასკოში ასობით ადამიანი ქვეყანაში მიმდინარე ძალადობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციაზე შეიკრიბა. დემონსტრანტების თქმით, ისინი ითხოვენ ეროვნულ ერთიანობას და დამნაშავეთა დასჯას.

ამავდროულად, აქციის მონაწილეები გამოხატავენ სოლიდარობას დაღუპულთა ოჯახების მიმართ და ეწინააღმდეგებიან ძალადობას.

მედიის ინფორმაციით, პარალელურად აქციას მართავდნენ მთავრობის მხარდამჭერები, რომლებიც ძალადობის წინააღმდეგ შეკრებილ დემონტრანტებს დაუპირისპირდნენ. სირიის უსაფრთხოების ძალებმა დემონტრანტების დასაშლელად იარაღი ჰაერში გაისროლეს.

მანამდე კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში 1000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა სირიაში ახალი მთავრობის ძალებსა და ასადის ალავიტური სექტის მებრძოლებს შორის მიმდინარე შეიარაღებულ დაპირისპირებას. ადამიანის უფლებათა სირიული სადამკვირვებლო ორგანიზაციის ინფორმაციით, მოკლულია, სულ მცირე, 745 მშვიდობიანი მოქალაქე, სირიის მთავრობის უსაფრთხოების ძალების 124 წევრი და ასადის ლოიალისტებიდან 148 მებრძოლი. მოკლულებს შორის არიან ალავიტი ქალები და ბავშვები.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor