• June

    11

    2025
  • 50
  • 0
სისტემური გაძლიერება და პროფესიონალიზმის მობილიზება – შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებული საკადრო ცვლილებების სტრატეგიული მნიშვნელობა !

სისტემური გაძლიერება და პროფესიონალიზმის მობილიზება – შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებული საკადრო ცვლილებების სტრატეგიული მნიშვნელობა !

2025 წლის 10 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებულმა საკადრო ცვლილებებმა ნათლად აჩვენა, რომ ახალი მინისტრი გელა გელაძე მტკიცედ და მიზანმიმართულად შეუდგა სისტემის ეფექტიანობისა და ინსტიტუციური პოტენციალის მაქსიმალური გამოყენების პროცესს.

აღნიშნული ცვლილებები არ არის უბრალო გადაადგილება – ეს არის სისტემური ოპტიმიზაციის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს თითოეული სამსახურის ეფექტიანად მართვას, რეგიონული დეპარტამენტების გაძლიერებასა და სამინისტროს რესურსების მაქსიმალურ მობილიზებას ქვეყნის შიდა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

პროფესიონალების წამოწევა – ოპტიმალური გამოყენება უწყებრივი რესურსებისა :

მინისტრმა გელა გელაძემ თანამდებობებზე სწორედ ის პირები დანიშნა, რომლებიც წლების განმავლობაში პროფესიონალიზმით, მაღალი შედეგიანობით და სისტემური ხედვით გამოირჩეოდნენ.

მაგალითად, დავით კიკნაძის დაწინაურება ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ უწყების შიგნით ხორციელდება პრინციპი – წარადგინე გამოცდილი, შედეგებზე ორიენტირებული კადრები და მიეცი მათ შესაძლებლობა საკუთარი ცოდნა ქვეყნის სამსახურში გამოიყენონ.

ამასთან, ყურადღება უნდა გავამახვილოთ ვაჟა სირაძის დანიშვნაზე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად – ეს არის თანამდებობა, რომელიც მაღალი სტრესის და კომპლექსური მართვის პირობებში ოპერატიული, ანალიტიკური და მტკიცე ხელის მქონე ხელმძღვანელს მოითხოვს. ვაჟა სირაძე, როგორც ცნობილია, სწორედ ასეთ თვისებებში გამოირჩევა, რაც მას იდეალურ კანდიდატად აქცევს ქვეყნის დედაქალაქში პოლიციური სტაბილურობის შენარჩუნებისთვის.

გეოგრაფიული როტაცია – მენეჯერული კომპეტენციის რეგიონებში გავრცელება :

განსაკუთრებით აღსანიშნავია, იმ მიდგომის არსებობა, რაც რეგიონული დეპარტამენტების მმართველებში გვხვდება – მინისტრმა გელაძემ რიგი პოლიციის დეპარტამენტის დირექტორები სხვადასხვა რეგიონში გადაანაწილა.

მაგალითად, ლაშა გოგნიაშვილის კახეთის პოლიციის დეპარტამენტში გადაყვანა და თეიმურაზ კალანდაძის მცხეთა-მთიანეთში დანიშვნა ნათლად აჩვენებს, რომ ეს ცვლილებები მიზნად ისახავს წარმატებული მენეჯერული მოდელების სხვა რეგიონებში ექსპორტს.

ამგვარი მიდგომა ერთი მხრივ, ხელს უწყობს უწყებრივ ინოვაციებს, ხოლო მეორეს მხრივ, ქმნის დინამიკურ გარემოს, სადაც არ არსებობს ინერციული რუტინა, პირიქით, თითოეულ ხელმძღვანელს ეძლევა ახალი გამოწვევების ფონზე გამოცდილების დაგროვებისა და რეალური ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობა.

კვალიფიციური წინსვლა – თანამშრომელთა მოტივაციის განმტკიცება :

ლევან მაისურაძის დაწინაურება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ნათლად მიანიშნებს, რომ სამინისტრო აფასებს შიდა სისტემაში დაგროვილ გამოცდილებას და პროფესიონალიზმს. მისი წარსული გამოცდილება მიანიშნებს მტკიცე ანტიკრიზისულ მენეჯმენტზე და ღრმა ცოდნაზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საკითხებში.

ასეთ მაგალითებს ეფექტი მხოლოდ ოპერატიულ დონეზე არ აქვთ – ისინი ქმნიან მოტივაციურ კულტურას, როდესაც სამინისტროში თითოეულ თანამშრომელს უჩნდება რწმენა, რომ შრომა, ერთგულება და პროფესიონალიზმი აუცილებლად იქნება შეფასებული და დაჯილდოებული.

GEO NEWS – მედიასივრცეში პასუხისმგებლიანი ანალიტიკის ეტალონი :

მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ ცვლილებებს წინ უსწრებდა მედიასაშუალება „GEO NEWS“-ის მიერ გამოქვეყნებული ანალიტიკური სტატია, რომელშიც გელა გელაძის დანიშვნა შეფასებული იყო არა როგორც ფორმალური გადაადგილება, არამედ სისტემის გაძლიერების შესაძლებლობა.

(იხ:ლინკი : https://geonews.org.ge/%e1%83%a0%e1%83%90-%e1%83%98%e1%83%a5%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%9e%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%a7%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a/

სტატია წინასწარ აფასებდა საჭირო საკადრო ოპტიმიზაციის საჭიროებას და მინისტრის სისტემურ ხედვაზე საუბრობდა. არაერთმა მკითხველმა და პოლიტიკურმა ექსპერტმა აღნიშნა, რომ საბოლოო ცვლილებებმა სწორედ ის ლოგიკა გაიმეორა, რომელსაც „GEO NEWS“-ის ანალიტიკური გუნდი წინასწარ პროგნოზირებდა.

მედიის როლი ასეთ პროცესებში მნიშვნელოვანია, არამარტო ინფორმაციის გავრცელების, არამედ საზოგადოების მოლოდინების სწორად ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

GEO NEWS-ის მიერ გელაძის დანიშვნის და საკადრო ცვლილებების წინასწარი ანალიზი აჩვენებს, რომ არსებობს მედია, რომელიც, არა მხოლოდ ფაქტებზე აგებს რეპორტაჟს, არამედ ღრმად სწვდება სისტემურ პროცესებს.

დასკვნა – სტაბილურობის, ეფექტიანობისა და პროფესიონალიზმის ტრაექტორია :

გელა გელაძის ხელმძღვანელობით დაწყებული საკადრო ცვლილებები შინაგან საქმეთა სამინისტროში არ არის ზედაპირული ცვლილებები – ეს არის მნიშვნელოვანი სიგნალი იმის შესახებ, რომ სახელმწიფოს აქვს მიზანი : სამართალდამცავი სისტემის ეფექტიანობის მაქსიმალური გამოყენება, პროფესიონალების წინა ხაზზე წამოწევა და უსაფრთხოების ახალი სტანდარტების დამკვიდრება.

ეს მიდგომა ემყარება იმ პრინციპს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების სტაბილურობა არ მოდის მხოლოდ სისტემის არსებობაზე – ის მყარად დგას კადრების პროფესიონალიზმსა და ეფექტურ მენეჯმენტზე.

გელაძის მიერ განხორციელებული საკადრო ცვლილებები ქმნის ახალ იმპულსს სისტემაში და აჩენს მაღალ სტანდარტებზე დაფუძნებული განვითარების პერსპექტივას, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის შიდა სტაბილურობისთვის.

ეს გადაწყვეტილებები – მინისტრის პირველი ნაბიჯები აჩვენებს, რომ საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკა მყარად ემყარება ცოდნას, გამოცდილებას და შედეგებზე ორიენტირებულობას, რაც არა მხოლოდ ადგილობრივ დონეზე, არამედ საერთაშორისო პარტნიორებისთვისაც წარმოადგენს საიმედოობის ინდიკატორს

ირაკლი მაისურაძე

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor