• December

    14

    2023
  • 95
  • 0
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი – ჩვენ შევაჩერეთ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა, ჩემს მთავრობას არ სჯერა, რომ უკრაინაში ომიდან სამხედრო გამოსავალი არსებობს

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი – ჩვენ შევაჩერეთ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა, ჩემს მთავრობას არ სჯერა, რომ უკრაინაში ომიდან სამხედრო გამოსავალი არსებობს

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს განცხადებით, მას არ სჯერა, რომ უკრაინის ომიდან სამხედრო გამოსავალი არსებობს. აღნიშნულის შესახებ რობერტ ფიცომ ბრიუსელში, ნატო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისივე თქმით, სლოვაკეთმა შეწყვიტა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა და მის განახლებას არ აპირებს.

ამასთან, ფიცოს თქმით, სლოვაკეთი არ ბლოკავს უკრაინასთან კომპანიების კომერციულ თანამშრომლობას და გააგრძელებს უკრაინის ჰუმანიტარულ დახმარებას.

„ჩვენ შეგვიძლია, უკრაინას გადავცეთ გარკვეული აღჭურვილობა განაღმვითი სამუშაოების ჩასატარებლად. ჩვენ შეგვიძლია, დავეხმაროთ უკრაინას ენერგეტიკის სფეროში, ბუნებრივი აირით. ჩვენ შევაჩერეთ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა. არაფერს გავაგზავნით უკრაინაში ჩვენი სახელმწიფოს არმიის მარაგიდან.

ღიად განვაცხადე, ჩემს მთავრობას არ სჯერა, რომ უკრაინაში სამხედრო გამოსავალი არსებობს. რეალურად, ჩვენ სამშვიდობო ინიციატივის დანაკლისი გვაქვს. არ აქვს მნიშვნელობა, ეს ევროკავშირის მხრიდან იქნება თუ ნატო-ს მხრიდან. მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენ ვერ წარმოგვიდგენია, რომ ომი კიდევ ათი წელი გაგრძელდება უშედეგოდ. ერთადერთი შედეგი იქნება ასობით ათასი მსხვერპლი კონფლიქტის ორივე მხარეს. ამიტომ, ჩვენ ვერ ვხედავთ სამხედრო გამოსავალს“,  – განაცხადა რობერტ ფიცომ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor