
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
სლოვაკეთის საპარლამენტო არჩევნებში ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს პარტია მემარცხენე „სმერმა“ გაიმარჯვა
სლოვაკეთის საპარლამენტო არჩევნებში ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს პარტია მემარცხენე „სმერმა“ გაიმარჯვა.
სლოვაკეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, დათვლილია ხმების 99 პროცენტი, რომლის მიხედვით, „სმერს“ 23 პროცენტი აქვს, ლიბერალურ პარტია „პროგრესულ სლოვაკეთს“ კი – 17 პროცენტი.
სლოვაკეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის პარტიაში აცხადებენ, რომ, მთავრობის ფორმირების შემთხვევაში, უკრაინას სამხედრო დახმარებას შეუწყვეტენ.
როგორც მედია წერს, ახალ პარლამენტში, შესაძლოა, იყოს 10-მდე პარტია, ლიბერტარიანელებიდან დაწყებული ულტრამემარჯვენეებით დამთავრებული, რამაც შეიძლება, კოალიციის შექმის პროცესი გაახანგრძლივოს და გაართულოს.





