• January

    31

    2025
  • 97
  • 0
სლოვაკეთის ხელისუფლება უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ მეთაურს, მამუკა მამულაშვილს შესაძლო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს

სლოვაკეთის ხელისუფლება უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ მეთაურს, მამუკა მამულაშვილს შესაძლო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს

სლოვაკეთის ხელისუფლება უკრაინაში მებრძოლი „ქართულ ლეგიონის“ მეთაურს, მამუკა მამულაშვილს ქვეყანაში შესაძლო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს და მას ქვეყანაში შესვლას უკრძალავს.

სლოვაკეთის შს მინისტრის, მატუს შუტაი ეშტოკის განცხადებით, სლოვაკეთში შესვლა კიდევ 10 პირს აეკრძალა, მათი რიცხვი, შესაძლოა, გაიზარდოს.

მედიის ინფორმაციით, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ შს მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე აჩვენა ფოტო, რომელზეც მამუკა მამულაშვილთან ერთად არიან „ინიციატივა – მშვიდობა უკრაინისთვის“ წარმომადგენელი ლუსი შტასელოვა და სლოვაკური გამოცემის, Denník N-ის კომენტატორი მარტინ მ. შიმეჩკა.

სლოვაკეთის საინფორმაციო სამსახურის (SIS) დირექტორის, პაველ გასპარის თქმით, დაზვერვის სამსახურმა დაადასტურა „ქართული ლეგიონის“ პირადი და ეკონომიკური კავშირები საჯარო სექტორსა და ოპოზიციასთან. მას არ დაუკონკრეტებია, რა კავშირებზეა საუბარი.

მისივე თქმით, შექმნილი იყო სპეციალიზებული ჯგუფი, რომელშიც, გარდა „ფარული თანამშრომლებისა, შედიოდნენ პოლიციისა და ფინანსური ადმინისტრაციის თანამშრომლები“.

„დღეს უკვე შეგვიძლია, ეჭვი გამოვთქვათ, რომ, შესაძლოა, ჩადენილია ისეთი ტიპის დანაშაული, როგორიცაა სუბსიდიებთან დაკავშირებული თაღლითობა“, – განაცხადა პაველ გასპარმა.

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor