• February

    27

    2026
  • 69
  • 0
სლოვაკეთი და უნგრეთი „დრუჟბის“ მილსადენის მდგომარეობის შესასწავლად საგამოძიებო კომისიას ქმნიან

სლოვაკეთი და უნგრეთი „დრუჟბის“ მილსადენის მდგომარეობის შესასწავლად საგამოძიებო კომისიას ქმნიან

სლოვაკეთი და უნგრეთი „დრუჟბის“ მილსადენის მდგომარეობის შესასწავლად საგამოძიებო კომისიას ქმნიან. ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ორბანმა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრთან, რობერტ ფიცოსთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ისაუბრა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკი და მისი გუნდი ამტკიცებენ, რომ მილსადენით მიწოდების განახლება ტექნიკური დაბრკოლებების გამო შეუძლებელია, რაც საფრთხეს უქმნის როგორც უნგრეთის, ასევე სლოვაკეთის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას.

„რამდენადაც სლოვაკეთმა და უნგრეთმა იციან, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ტექნიკური დაბრკოლებები არ არსებობს და მილსადენი მხოლოდ პოლიტიკური მიზეზების გამო დაიხურა. ამიტომ რობერტ ფიცოსთან შევთანხმდით, რომ ერთობლივ საგამოძიებო კომისიას შევქმნით. ამ საგამოძიებო კომისიის ამოცანა იქნება ადგილზე მისვლა და სიტუაციის პირადად გადამოწმება“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

ორბანმა მოუწოდა ვოლოდიმირ ზელენსკის, რომ აღნიშნულ საგამოძიებო კომისიას მისცეს უკრაინაში შესვლის უფლება და უზრუნველყოს მისი მუშაობისთვის საჭირო პირობები.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor