• November

    16

    2024
  • 50
  • 0
სოზარ სუბარი – დღეს ოფიციალურად გაფორმდა „ქართული ოცნების“ და ქართველი ხალხის გამარჯვება, ეს იყო ბრძოლა მშვიდობასა და ომს, ეროვნულ ტრადიციებსა და მის წინააღმდეგ ბრძოლას შორის

სოზარ სუბარი – დღეს ოფიციალურად გაფორმდა „ქართული ოცნების“ და ქართველი ხალხის გამარჯვება, ეს იყო ბრძოლა მშვიდობასა და ომს, ეროვნულ ტრადიციებსა და მის წინააღმდეგ ბრძოლას შორის

დღეს ცესკო-მ 26 ოქტომბრის არჩევნების შემაჯამებელი ოქმი გამოაქვეყნა, რითიც უკვე ოფიციალურად გაფორმდა „ქართული ოცნების“ და ქართველი ხალხის გამარჯვება, – ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატი სოზარ სუბარი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ეს იყო ბრძოლა მშვიდობასა და ომს, ეროვნულ ტრადიციებსა და ამ ტრადიციების წინააღმდეგ ბრძოლას შორის.

„გილოცავთ. ისტორიული გამარჯვება უკვე ოფიციალურად გაფორმდა. დღეს ცესკო-მ 26 ოქტომბრის არჩევნების შემაჯამებელი ოქმი გამოაქვეყნა, რითიც უკვე ოფიციალურად გაფორმდა „ქართული ოცნების“ და ქართველი ხალხის გამარჯვება. ეს იყო ბრძოლა მშვიდობასა და ომს, ეროვნულ ტრადიციებსა და ამ ტრადიციების წინააღმდეგ ბრძოლას შორის და ამ ბრძოლაში ქართველმა ხალხმა ღირსეული გამარჯვება მოიპოვა, რითიც არა მხოლოდ უსამშობლო ოპოზიციას, არამედ მთელ მსოფლიოს მკაფიოდ განუცხადა, რომ ქართული საზოგადოება ყოველთვის მშვიდობის, ქვეყნის სუვერენიტეტისა და ოჯახური ღირებულებების სადარაჯოზე იდგება“, – წერს სოზარ სუბარი.

ცესკო-ს დღევანდელ სხდომაზე 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი და მონაცემები წარადგინეს. 26 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგების მიხედვით, „ქართულმა ოცნებამ“ 53,93 პროცენტი მიიღო და 89 მანდატი მოიპოვა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor