• December

    1

    2023
  • 63
  • 0
სოზარ სუბარი – „ნაციონალური მოძრაობა“ მომავალი წლის არჩევნებამდე მიაღწევს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, პოლიტიკურად ეს არის ბოლო არჩევნები, სადაც რამე შედეგის მიღწევა შეუძლიათ

სოზარ სუბარი – „ნაციონალური მოძრაობა“ მომავალი წლის არჩევნებამდე მიაღწევს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, პოლიტიკურად ეს არის ბოლო არჩევნები, სადაც რამე შედეგის მიღწევა შეუძლიათ

კარგი იქნება, „ნაციონალური მოძრაობა“ დროებით მმართველობით ორგანოს თუ დაარქმევს სალიკვიდაციო კომისიას. შემდეგი კომისია იქნება უკვე ის, ვინც მოახდენს „ნაციონალური მოძრაობის“ გასვენების ორგანიზებას, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისი თქმით, „ნაცმოძრაობა“ კი მიაღწევს 2024 წლის არჩევნებამდე, მაგრამ ეს იქნება ბოლო არჩევნები, სადაც ისინი რაიმე შედეგს დადებენ.

„თბილისის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია ითხოვს პარტიის თავმჯდომარის პოსტის გაუქმებას და დროებითი მმართველობითი ორგანოს შექმნას. კარგი იქნება, ამ დროებით მმართველობით ორგანოს თუ დაარქმევენ სალიკვიდაციო კომისიას. შემდეგი კომისია იქნება უკვე ის, ვინც მოახდენს „ნაციონალური მოძრაობის“გასვენების ორგანიზებას. ხუმრობა რომ იქით გადავდოთ, „ნაციონალური მოძრაობა“, რა თქმა უნდა, მომავალი წლის არჩევნებამდე მიაღწევს, მაგრამ მისი შედეგი იქნება მკვეთრად გაუარესებული. ამაში დარწმუნებული ვარ და ამას ვნახავთ ყველა. ვფიქრობ იმასაც, რომ პოლიტიკურად ეს არის ბოლო არჩევნები, სადაც რამე შედეგის მიღწევა შეუძლიათ“, – განაცხადა სუბარმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor