• March

    21

    2024
  • 93
  • 0
სოზარ სუბარი – ქართულმა ოპოზიციამ რაც „ევრონესტთან“ დაკავშირებით გააკეთა, ამას ქვეყნის ღალატი ჰქვია, კიდევ ერთხელ გამოავლინეს მოღალატეობრივი ბუნება

სოზარ სუბარი – ქართულმა ოპოზიციამ რაც „ევრონესტთან“ დაკავშირებით გააკეთა, ამას ქვეყნის ღალატი ჰქვია, კიდევ ერთხელ გამოავლინეს მოღალატეობრივი ბუნება

რაც ქართულმა ოპოზიციამ „ევრონესტთან“ დაკავშირებით გააკეთა, ამას ქვეყნის ღალატი ჰქვია, ეს პირდაპირ ხელის შეშლის მცდელობაა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, რაც, რა თქმა უნდა, წარუმატებელი იქნება. ეს იქნება ისეთივე წარუმატებელი, როგორიც იყო მათი ხელის შეშლა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეღო, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

სუბარის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა მოღალატეობრივი ბუნება კიდევ ერთხელ გამოავლინეს.

„იცოდნენ, თუ არა მათ ამ ინფორმაციის შესახებ? თუ ამ ქვეყანაზე და პარლამენტში ვინმეს ვენდობით, ეს მაკა ბოჭორიშვილია, რომელიც, რა თქმა უნდა, ყოველთვის მხოლოდ სიმართლეს ლაპარაკობს. მაკა ბოჭორიშვილმა თქვა, რომ მან პირადად ჩააყენა საქმის კურსში ყველა ქართველი ოპოზიციონერი, ეს იყო ევროპარლამენტის, „ევრონესტის“ შესაბამის ვებგვერდზე ატვირთული, შესაბამისად, ცხადია, ყველამ იცოდა და როცა ჩვენი ოპოზიციონერი დეპუტატები ამბობდნენ, რომ არ იცოდნენ, ტყუიან, რადგან, მეორე მხრივ, ისინი ამბობდნენ, რომ შესწორებების შეტანას აპირებდნენ, და თუ არ ჰქონდათ წაკითხული და თუ არ იცოდნენ, რომ ატვირთული იყო, რაში შეჰქონდათ შესწორება, იქნებ სრულიად მისაღები იყო ტექსტი? ანუ, აქედანაც ცხადად ჩანს, რომ ისინი ამბობენ ტყუილს, და რატომ არ მოაწერეს ხელი? იმიტომ, რომ უნდოდათ, საქართველო დაეზიანებინათ. რატომ არ გააკეთა ქართულმა დელეგაციამ, რომ ჰქონოდათ მხარდაჭერა სხვების მხრიდან? აქ ლაპარაკია, უბრალოდ, დარეგისტრირებაზე, რასაც ორი ხმა დააკლდა. უკრაინის პარლამენტარებისგან თანხმობა ჰქონდათ, რომ ისინი ხელს მოაწერდნენ, თუმცა, სამწუხაროდ, ბოლო წუთს არ მოაწერეს. არც უკრაინელების ხმა არ დასჭირდებოდათ, ოთხი ქართველი ოპოზიციონერიდან ძალიან მარტივ ტექსტზე ორს რომ ხელი მოეწერა. ამით არც არაფერი დაშავდება, არც შენელდება საქართველოს ევროინტეგრაცია, უბრალოდ, თავიანთი მოღალატეობრივი ბუნება კიდევ ერთხელ გამოავლინეს“, – განაცხადა სუბარმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor