• May

    15

    2024
  • 90
  • 0
სომხეთის დედაქალაქ ერევანში საპროტესტო აქციები გრძელდება

სომხეთის დედაქალაქ ერევანში საპროტესტო აქციები გრძელდება

სომხეთის დედაქალაქ ერევანში საპროტესტო აქციები გრძელდება. სომხური მედიის ინფორმაციით, „სამშობლოს სახელით“ მსვლელობა თავისუფლების მოედნისკენ მიემართება. აქციაზე იმყოფება სომეხთა ეკლესიის ტავუშის ეპარქიის წინამძღვარი, მთავარეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი.

ერევნის თავისუფლების მოედანზე პოლიციელების დიდი რაოდენობაა მობილიზებული.

დღეს სომხეთის ოპერისა და ბალეტის ეროვნული აკადემიური თეატრი „ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის“ საერთაშორისო ფორუმს უმასპინძლებს, რომელშიც მონაწილეობას სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანიც მიიღებს. ამასთან დაკავშირებით პოლიციამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ადგილობრივი დროით 15:00-დან 20:00 საათამდე მოქალაქეთა მოძრაობა და გადაადგილება შეიზღუდება ოპერისა და ბალეტის ეროვნული აკადემიური თეატრის მიმდებარე ქუჩებზე.

საპროტესტო აქცია სწორედ ოპერის თეატრის წინ, თავისუფლების მოედანზე იმართება.

აქციის მონაწილეები აზერბაიჯანისთვის სოფლების გადაცემის გეგმას აპროტესტებენ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor