• July

    3

    2025
  • 122
  • 0
სომხეთმა „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ წევრობის სურვილი გამოთქვა

სომხეთმა „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ წევრობის სურვილი გამოთქვა

სომხეთმა „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ წევრობის სურვილი გამოთქვა, – ამის შესახებ აღნიშნულია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ფუნდამენტური პრინციპების, კერძოდ, ტერიტორიული მთლიანობის, ძალის გამოუყენებლობისა და საზღვრების ურღვეობის გაზიარებით, სომხეთის რესპუბლიკამ გამოთქვა სურვილი, გახდეს შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი“, – აღნიშნულია განცხადებაში.

შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია (SCO) არის ათი წევრი სახელმწიფოსგან შემდგარი ევრაზიული პოლიტიკური, ეკონომიკური, საერთაშორისო უსაფრთხოებისა და თავდაცვის ორგანიზაცია, რომელიც 2001 წელს დააარსეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ, ყაზახეთმა, ყირგიზეთმა, რუსეთმა, ტაჯიკეთმა და უზბეკეთმა. 2017 წლის ივნისში ორგანიზაცია, ინდოეთის და პაკისტანის მიღებით, რვა წევრამდე გაფართოვდა. ირანი ჯგუფს 2023 წლის ივლისში შეუერთდა, ხოლო ბელარუსი – 2024 წლის ივლისში. კიდევ რამდენიმე ქვეყანა დამკვირვებლის ან დიალოგის პარტნიორის სტატუსით არის ჩართული.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor