• July

    4

    2025
  • 15
  • 0
სომხეთში რუსეთის ელჩი სერგეი კოპირკინი სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

სომხეთში რუსეთის ელჩი სერგეი კოპირკინი სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

სომხეთში რუსეთის ელჩი სერგეი კოპირკინი სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. რუსული მედიის ინფორმაციით, დიპლომატს საპროტესტო ნოტა გადასცეს რუსეთის ფედერაციიდან სომხეთში ბოლო შიდაპოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით გაკეთებული „განცხადებების“ გამო.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, , რომ ერევანმა რუსეთის მხრიდან გამოთქმული შეფასებების გამო უკმაყოფილება რუსულ მხარეს დიპლომატიური არხებით გადასცა.

ერევანმა განაცხადა, რომ გამოხატა მკაცრი პროტესტი რუსულ მედიაში გავრცელებული, „ღიად არამეგობრული“ და „ხშირად მტრული“ რიტორიკისა და რუსეთის ფედერაციის ზოგიერთი ჩინოვნიკისა და ექსპერტთა საზოგადოების წარმომადგენლების მსგავსი განცხადებების გამო.

საპროტესტო ნოტაში ხაზგასმულია, რომ რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის პირდაპირ ეთერში გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებები, ასევე სომხეთის ხელისუფლების საქმიანობაზე თავდასხმები აბსოლუტურად მიუღებელია. საპროტესტო ნოტაში ნათქვამია, რომ რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის ცალკეული დეპუტატების კომენტარები და განცხადებები სომხეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის თავიდან ასაცილებლად განხორციელებულ სამართლებრივი ქმედებებთან დაკავშირებით არა მხოლოდ გაოცებას, არამედ აღშფოთებასაც იწვევს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor