• November

    9

    2024
  • 78
  • 0
,,სოროში დამალული” სამარცხვინო ზურაბიშვილი თანამდებობაზე ბოლო დღეებს ითვლის

,,სოროში დამალული” სამარცხვინო ზურაბიშვილი თანამდებობაზე ბოლო დღეებს ითვლის

სალომე ზურაბიშვილის ორი პარასკევი – ქვეყნის მთავარსარდალი თანამდებობაზე ყოფნის ბოლო დღეებს ითვლის.

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, თითქმის ერთი კვირაა, რაც სალომე ზურაბიშვილი მედიასთან არ გამოჩენილა და საზოგადოებას მისი უსაფუძვლო ბრალდებები არ მოუსმენია. მისი ბოლო საჯარო გამოსვლა ორბელიანების სასახლეში საგანგებო ბრიფინგზე შედგა, როცა არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადა და პროკურატურაში არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე მიმდინარე გამოძიებას უნდობლობა გამოუცხადა, სადაც ის მოწმის სახით იყო დაბარებული.

ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კარიერასავით დასრულდა მისი ,,ქართული ქარტიაც”, რომელიც ახალი არჩევნების ჩატარებასა და დროებოთი ტექნიკური მთავრობის ფორმირებას გულისხმობდა.

ზურაბიშვილის სახელს მისი კარიერის მიწურულს ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის ძირ გამომთხრელი ნაბიჯები უკავშირდება. ის პრეზიდენტად არჩევიდან მალევე, იმ რადიკალების მხარდამხარ იდგა, რომლებიც ზურაბიშვილის მიმართ ბულინგითა და სიძულვილის კამპანიით იყვნენ დაკავებულნი.

საქართველოს ისტორიაში ის ერთადერთი პრეზიდენტია, რომელმაც ქვეყნის ფარგლებს გარეთ ქვეყნის იმიჯი შეარყია და ცდილობდა ცივილიზებული სამყარო დაერწმუნებინა, რომ ქვეყანაში დემოკრატია არ არსებობს.

გარდა ამისა, მის სახელს უკავშირდება კონსტიტუციის დარღვევა და ამ მხრივაც, ის მის წინამორბედ პრეზიდენტებს შორის ერთადერთია, რომელმაც ქვეყნის მთავარი კანონი დაარღვია.

აღსანიშნავია, რომ სწორედ სალომე ზურაბიშვილი ,,ქართული ოცნების” უპირობო და დიდი მხარდაჭერით გახდა პრეზიდენტი. სწორედ ზურაბიშვილი იყო პრეზიდენტობის ის კანდიდატი, რომელსაც საპრეზიდენტო არჩევნების დროს რადიკალური ოპოზიცია რუსეთის პროექტს უწოდებდა და მისი გამარჯვების შემთხვევაში, ქვეყნის დემოკრატიის ჩამოშლას აანონსებდა. თუმცა საპრეზიდენტო არჩევნებიდან მალევე ორბელიანების სასახლე ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით რადიკალების საკონსულტაციო შტაბად გადაიქცა და ისიც იმ ძალებს შეუერთდა, რომელთა მიზანი, საზოგადოების დაპირისპირება და სისხლიანი რეჟიმის დაბრუნება იყო, თუმცა მათ 26 ოქტომბერს ქართულმა საზოგადოებამ მტკიცე არჩევანით უარი უთხრა.

ასე რომ, ზურაბიშვილი მოღალატის სახელით ჩაიწერა საქართველოს ისტორიაში და ასეთად დარჩება. 

ირაკლი გუნია

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor