• December

    28

    2024
  • 121
  • 0
სოსო მანჯავიძე :,,ევროგაშმაგებულის და გაურკვეველ გულანთებულობაში მყოფი თავდაჩარჩოებულების რადიკალიზმი პირდაპირ საჩუქარია სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფებისთვის და ეს გონებადაბნელებულები თუ არ შევაჩერეთ, მერე გვიანი იქნება თითზე კბენანი”

სოსო მანჯავიძე :,,ევროგაშმაგებულის და გაურკვეველ გულანთებულობაში მყოფი თავდაჩარჩოებულების რადიკალიზმი პირდაპირ საჩუქარია სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფებისთვის და ეს გონებადაბნელებულები თუ არ შევაჩერეთ, მერე გვიანი იქნება თითზე კბენანი”

ისე, ცნობისათვის-ღრმად პატივცემული ჯო უილსონი, რომელიც თავგანწირული იბრძვის საქართველოში ფერადი რევოლუციის მოსაწყობად, გახლავთ ამერიკა-სომხეთის ასამბლეის წევრი, უფრო მარტივად, სომხური ლობის წევრი.

სამწუხაროდ, სომხეთში, რომელსაც ერდოღანმა მოსწრებულად უწოდა სომხური ლობის იპოთეკა, არიან ძალები, რომლებიც ფიქრობენ, რომ საქართველოს არევით თავის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას გაზრდიან. ამ ლობში 115 კონგრესმენი შედის. მათ ცოტა ხნის წინ აზერბაიჯანის დასანქცირება მოითხოვეს. შემთხვევით არ უხსენებია ალიევს საქართველოში გადატრიალების განზრახვა. გემახსოვრებათ- 2000-იანების დასაწყისში ბაქო-თბილისი-ჯეიხანის წინააღმდეგაც გამოდიოდნენ ეკოლოგიური ენჯეოები – სწორედ ეს სომხური ჯგუფები აფინანსებდნენ მთელს კავკასიაში, ახლა ბაქო-თბილისი-ყარსის დერეფნის წინააღმდეგ გამოდიან – უფრო ზუსტად კი მათ უნდათ,რომ ტრანზიტმა სომხეთზე გაიაროს და არა საქართველოზე. ზოგადად ესაა მათი გეგმა – არ მიგესვლებოდეს არც რუსთან, არც დასავლეთთან და იყო ქაოსში, ამით ჩაიკეტოს აზერბაიჯანიც და თვითონ დომინირებდნენ კავკასიაში.

საოცარი კიდევ ისაა, რომ ჰელსინკის კავშირის თავმჯდომარე, რომელიც ადამიანის უფლებათა უმაღლესი არბიტრი უნდა იყოს ამერიკის კონგრესში, ამავე დროს ღიად არის ერთ-ერთი ეთნიკური ჯგუფის ლობისტი.

აქ ობიექტურობაზე საუბარი ხომ სასაცილოც არის, მითუმეტეს, როცა ეს ,,არბიტრი” ერთ ტვიტში 1000 დოლარს იღებს ,, ფორმულასგან”.

სხვათა შორის, როგორც კი აფხაზეთის საკითხი დგება, მომენტალურად ირთვებოდა და ახლაც ჩაირთო ანტიქართული აგენტურა.

არ მინდოდა ამის თქმა, მაგრამ აღარაა ენის მოჩლექის და ნართაული ლაპარაკის დრო- ილხამ ალიევს მაინც მოუსმინონ ამ ატროებულებმა, კაცმა გარკვევით თქვა, რა საფრთხის წინაშე ვართ.

ისიც უნდა ვთქვა, რომ ეს ძალები პირველ რიგში, სწორედ სომეხი ხალხის ინტერესებს აზიანებენ.

ჰოდა, ამ ვირისტვინა ე.წ. ევროშაყინტრავებულ ხელოვანებს, ექიმებს, პროფესურას და სხვა ქრისტეს ფრჩხილის მკვნეტელებს მივმართავ, ხვალ რომ ჯაჭვში უნდათ ჩადგნენ-ვინ გაყენებთ მაგ ჯაჭვში, ცოტა ტვინი რომ გაანძრიოთ -ვერა?

ხაზარაძე – ელისაშვილთან დადექით -მადლი გადმოგეცემათ!

ამდენი ამბიციური გიჟის, ევროგაშმაგებულის და გაურკვეველ გულანთებულობაში მყოფი თავდაჩარჩოებულების რადიკალიზმი პირდაპირ საჩუქარია სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფებისთვის, რომლებიც მრავლად არიან და ეს გონებადაბნელებულები თუ არ შევაჩერეთ, მერე გვიანი იქნება თითზე კბენანი.

ამ ტექსტმა ანტისომხური გრძნობები არ უნდა აღძრას-ჯერ ერთი, ყველა სომეხი ასე არ ფიქრობს, მეორე-ის ჯგუფი თავისი ქვეყნის ინტერესებისათვის იბრძვის, რაც დასაფასებელია და მესამეც-როგორც ვთქვი, ეს პოლიტიკა თავად სომხეთისთვისაც დამღუპველია, ის არ უნდა გახდეს სხვადასხვა გეოპოლიტიკური აქტორების ინსტრუმენტი და კავკასიის სამმა სახელმწიფომ ერთმანეთი უნდა გააძლიეროს და არა-დაასუსტოს”,-აცხადებს პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი სოსო მანჯავიძე.

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor