• June

    2

    2025
  • 192
  • 0
სოსო მანჯავიძე : ,,ერთი წუთით წარმოვიდგინოთ რის წინაშე დგას ბიძინა ივანიშვილი – ვისაც ჰგონია, ამერიკელები ძალიან რბილი ხალხია და მხოლოდ დემოკრატიული შეთავაზებებით შემოიფარგლებიან, მწარედ ცდება”

სოსო მანჯავიძე : ,,ერთი წუთით წარმოვიდგინოთ რის წინაშე დგას ბიძინა ივანიშვილი – ვისაც ჰგონია, ამერიკელები ძალიან რბილი ხალხია და მხოლოდ დემოკრატიული შეთავაზებებით შემოიფარგლებიან, მწარედ ცდება”

,,ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა ელჩ დანიგანთან შეხვედრაზე, სადაც მას ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა. სახელმწიფო მდივან რუბიოს თხოვნით, 22 მაისს, ელჩმა დანიგანმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ითხოვა, რათა შეეტყობინებინა ადმინისტრაციის გზავნილი და კიდევ ერთხელ გადაეცა კონკრეტული ნაბიჯების შესახებ, რომელთა გადადგმაც საქართველოს მთავრობას შეუძლია იმის საჩვენებლად, რომ სერიოზულად არის განწყობილი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვის მიმართ. იმედი გვაქვს, საქართველოს მთავრობას გულწრფელად სურს ამერიკასთან და ამერიკელ ხალხთან 33-წლიან პარტნიორობასა და მეგობრობას დაუბრუნდეს“,- წერია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში. 

რეალურად რას ემსახურებოდა ელჩ დანიგანის მოთხოვნა ,,ქართული ოცნების” საპატიო თავჯდომარესთან შეხვედრის თაობაზე, იმ ფონზე, როდესაც ასანქცირებ ადამიანს, შემდეგ კი, მასთან გადატვირთის პოლიტიკას ითხოვ და უნდა შეხვედროდა თუ არა  ბიძინა ივანიშვილმა რობინ დანიგანს ? 

,,GEO NEWS” პოლიტიკის მეცნიერების დოქტორს, ბატონ სოსო მანჯავიძეს ესაუბრა. 

-დავიწყებ იმით, რომ ამ განცხადებას შემდეგ მოჰყვა დონალდ ტრამპის მილოცვა მიხეილ ყაველაშვილის მისამართით, რამაც სრული ისტერია გამოიწვია დესტრუქციულ ძალებში. მე კარგად მესმის, რომ საზოგადოება გაუგებრობაშია. როგორ შეიძლება, ერთ დღეს რუბიოს მილოცვა იყოს ქართველი ხალხისადმი, სადაც დემონსტრაციულად არ იყო ნახსენები საქართველოს მთავრობა და მალევე ტრამპის წერილი. ეს ნიშნავდა იმას, რომ ის ხალხს კი ულოცავს, მაგრამ ის მიჯნავს ქართველ ხალხს მისი არჩეული მთავრობისგან, რაც ნიშნავს იმას, რომ ე.ი. ეს მთავრობა ამ ხალხის ნების გამოხატულებად არ მიაჩნია და კიდევ შორს, რომ წავიდეთ, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღის დღესასწაული მთავრობას კი არა, მხოლოდ ხალხს ეკუთვნის. ეს იყო რუბიოს გზავნილი. მეორე დღეს ამას მოჰყვა ტრამპის გზავნილი – მილოცვა პრეზიდენტისადმი, რაც ნიშნავს ავტომატურად ხელისუფლების აღიარებას. კიდევ სხვა გზავნილიც უნდა გავითვალისწინოთ მაკრონის, მერცის და სხვების. ისინი რას ამბობენ ? შესანიშნავი მუშკეტერები ევროპული პოლიტიკის. ისინი წერენ, რომ  მოუწოდებენ ხელისუფლებას აღადგინოს დიალოგი ოპოზიციასთან და ე.წ. ენჯეოებთან, ეს ნიშნავს იმას, რომ დააბრუნონ ის სიტუაცია, რაც იყო წლების წინ – ევროპარლამენტარები მათი ხელით აკონტროლებდნენ პოლიტიკურ ვითარებას იგივე პარლამენტში და სხვადასხვა სამსახურებში. მდგომარეობა მარტივი ასახსნელია.

ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ აშშ-ში არსებობს სახელმწიფო დეპარტამენტი, რომელიც არის უზარმაზარი სტრუქტურა. რუბიოს პასუხი უილსონის მიმართ ხომ გვახსოვს – აშშ ითვალისწინებს ანტიამერიკული მთავრობის არსებობას სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილზეო...საქართველო იგულისხმებოდა და მთავრობას მოუწევს კონკრეტული ფასის გადახდა ამისთვისო და ა.შ. ეს იყო რუბიოს ძალზედ ტევადი განცხადება. სხვათა შორის, რუბიოს გონებრივი დიაპაზონი აშკარად ძალიან დიდია, განსხვავებით მისი წინამორბედი ბლინკელისგან. რუბიო სერიოზული პიროვნებაა და მას ტრამპის შესაძლო მემკვიდრედაც კი განიხილავენ, არის ასეთი ვერსია.

რაც შეეხება დანიგანის განცხადებას, რომელიც ტრამპის განცხადებას მოჰყვა, გეტყვით რას ნიშნავს ეს…

დანიგანმა განაგრძო რუბიოს ხაზი, მან თქვა შემდეგი : მოვიწვიე ივანიშვილი და არ მოვიდა ანუ არ შემხვდა. ახლა სახელმწიფო დეპარტამენტის ხაზი ხომ გასაგებია. დიახ, გასაგებია, რომ ის განაგრძობს ერთგვარად წინა ხელისუფლების ხაზს. და ხომ გვახსოვს რა განცხადებებს აკეთებდა ბლინკენი, იგივე წინა ელჩი და  ადმინისტრაცია. მათ ჰქონდათ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შესახებ, ეს უკვე არავისთვის საიდუმლო არ არის და თავის ქსელს შესაბამისად ამუშავებდნენ. ის კი არადა, ეს უცნაური აღტკინება ამ ჩვენი ე.წ. ოპოზიციისა სწორედ იმასთან იყო დაკავშირებული, რომ ისინი დარწმუნებულნი იყვნენ და დღემდე მოჰყვებათ ეს, მართალია ცოტა წითელი ფერი ეცვალათ, რადგან მიხვდნენ, რომ რაღაც ვერ არის მათთვის მთლად კარგად, ანუ რეჟიმი არ იცვლებოდა. დიახ, მაშინ მათ უთხრეს და ის ბევრმა ადამიანმა დაიჯერა – სამსახურის დაკარგვის საფრთხეც არაფრად მიიჩნიეს, რადგან ფიქრობდნენ, ახლა მე, თუ ამას ვიზამ, პიქირით დამაწინაურებენო, ზოგს კი ვალდებულება ჰქონდა, რაც გასაგებია…გვახსოვს საგარეო საქმეთა სამინისტრო და მერია, როგორ განცხადებებს აკეთებდნენ. დარწმუნებულნი იყვნენ იმაში, რომ ხელისუფლება იცვლებოდა. უამრავი ინსაიდერული ინფორმაცია მოდიოდა მათ შორის ჩემთანაც და იქ ადამიანები შეშფოთებულები იყვნენ, რომ რა ეშველება ქვეყანას, რომ დაიწყოს რევოლუციური პროცესიო…ყველა ხვდებოდა, რომ ამას მოჰყვებოდა ნგრევა უკრაინისა და სირიის მსგავსი და ა.შ. 

ერთი სიტყვით, დანიგანმა გულისწყრომით განაცხადა, რომ ივანიშვილი არ მივიდა, მიუხედავად იმისა, რომ რუბიოს გზავნილი ჰქონდა, დიახ, არ მოვიდა კი არა, არ შემხვდაო.

უნდა შეხვედროდა თუ არა ივანიშვილი დანიგანს ან რატომ ? საინტერესოა თქვენი პოზიცია, რათა საზოგადოებამ საკითხი სწორად დაინახოს და გაიაზროს… 

ზოგადად ასეთი შეხვედრები ბიძინა ივანიშვილის გავლენის გათვალისწინებით არ უნდა ჟღერდებოდეს თუ ეს შეხვედრა საჭიროა….თუ ასეთი შეხვედრა მართლა იმისთვის არის განზრახული აშშ-ის ელჩის ან დეპარტამენტის მხრიდან, რომ რაიმე შედეგი დადგეს, მაშინ ასეთი შეხვედრა და მოლაპარაკება საიდუმლოდ დგება. დიახ, საიდუმლოდ თუ რამე შესათანხმებელია. და როდესაც შენ დემონსტრაციულად ჯერ სანქციებს ადებ ადამიანს, შემდეგ იწვევ, ანდა ხვდები და ეს არის საჯარო, თან არ აღიარებ ხელისუფლებას, ასევე წინასწარ ხვდები ოპოზიციის ლიდერებს ( გვახსოვს შენი ჩარევები ) , ფაქტობრივად აღიარებ, რომ სალომე ზურაბიშვილი ლიდერია, ეს ნიშნავს იმას, რომ ამას აკეთებ იმისთვის, რომ რაღაც ახალი ძალა შთაბერო ოპოზიციურ მოძრაობას და ვნახეთ კიდეც 26 მაისის წინ როგორ შეხვდა ამ ვარსკვლავებს, თავის ფავორიტებს, თან არ მივიდა 26 მაისის ზეიმზე, აი, ეს კონტექსტია.

მეორეს მხრივ კი, ვიხილეთ ტრამპის გზავნილი, სადაც ნახსენები იყო საქართველოს დამოუკიდებლობის 107 წელი. ვინც საერთოდ ეს წერილი წაიკითხა, იმისთვის კიდევ უფრო პოგმეებად ჩანან ის ადამიანები, ვისაც ეჭვი შეაქვს იმაში, რომ ეს სერიოზულად მომზადებული წერილი იყო. 

-აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს და ტრამპს განსხვავებული პოზიცია აქვთ საქართველოსთან მიმართებაში, თუ რა ხდება ? როგორ შეიძლება შეფასდეს ეს და განიხილოს ?

შეიძლება განვიხილოთ ასეც და გარკვეულწილად, ეს არ არის ჩამოსაგდები ვერსია განხილვის ველიდან, მაგრამ შეიძლება განვიხილოთ, როგორც მათრახისა და თაფლაკვერის პოლიტიკის გამოხატულება. თუმცა, ყველაზე მთავარი აქ არის შემდეგი – საქართველოს საკითხი აქტიურად განიხილება, აი, ეს უნდა გავაცნობიეროთ. იმიტომ რომ ის მოსაზრება, რომ რუბიოს არ ახსოვდა და ტრამპს ახსოვდა, არასერიოზულია.

ჩვენი ქვეყნის საკითხი განიხილება სამხრეთ კავკასიის კონტექსტში, ამ რეგიონალურ კონტექსტში, მათ შორის რუსეთთან და ჩინეთთან ურთიერთობის კონტექსტში. სამხრეთ კავკასია არ შეიძლება არ განიხილებოდეს და საქართველო არის სამხრეთ კავკასიის ღერძული სახელმწიფო. ის არის გასასვლელი შავ ზღვაზე. ის არის რუსეთის მოსაზღვრე. საქართველო ასევე განიხილება უკრაინის კონტექსტში. ერთი კონტექსტია მოლდოვა, უკრაინა და საქართველო, აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ ეს აქტიურად განიხილება და შესაძლოა განვიხილოთ, როგორც ორი განსხვავებული პოზიციის გამოხატულება და შეიძლება განვიხილოთ, ვიმეორებ, როგორც მათრახისა და თაფლაკვერის კლასიკური ამერიკული პოლიტიკის გამოხატულება. ეს შეიძლება ითქვას.

რაც შეეხება ევროპელ ლიდერებს, ისინი, რა თქმა უნდა, ეხმიანებიან იმ პოზიციას, რაც გამოხატა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა და რომელიც ინერციულად ძველი ადმინისტრაციის პოზიციაა.

ჩვენ საქართველოს მთავრობის პოზიციაც ვნახეთ, რომ ეს არის ,,დიფ სთეითსა” და მათ შორის ბრძოლის გამოხატულება, თუმცა გაჟღერებული ვერსიებიც გასათვალისწინებელია.

მოდით, ერთი წუთით წარმოვიდგინოთ რის წინაშე დგას ბიძინა ივანიშვილი – ვისაც ჰგონია, რომ ამერიკელები არიან ძალიან რბილები და მხოლოდ დემოკრატიული შეთავაზებებით შემოიფარგლებიან, რა თქმა უნდა, მწარედ ცდებიან.  მათ უამარავი სახელმწიფო გადატრიალება აქვთ მოწყობილი…ერთ-ერთი მექანიზმი მათი ბატონობის  ფერადი რევოლუციები და მათ შორის სახელმწიფო გადატრიალებებია. 

ქეთი ხომერიკი

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor