
სოსო მანჯავიძე : მთავარი მიზანია ძირშივე იქნას აღკვეთილი ურთიერთობის დარეგულირება რუსებთან და სრულიად ირაციონალური, პირუტყვული რუსოფობიის დანერგვა -ამ მიზნის მიღწევისთვის ურაპატრიოტიზმი იდეალური იარაღია…
,,დააკვირდებოდით ალბათ, რომ სოციალური ქსელები გაივსო გვერდებით და არხებით, რომლებიც სრულიად აბსურდულ, ურაპატრიოტულ ნარატივებს ავრცელდებენ.
დიდი დაკვირვება არ უნდა იმის დანახვას, ვინ არის ინსპირატორი და რა მიზნით იხარჯება ფული.
ეს არის ეთნიკური და რელიგიური შუღლის გამოწვევა მეზობელ ხალხებს შორის.
მთავარი მიზანია ძირშივე იქნას აღკვეთილი ურთიერთობის დარეგულირება რუსებთან და სრულიად ირაციონალური, პირუტყვული რუსოფობიის დანერგვა.
ამ მიზნის მიღწევისთვის ურაპატრიოტიზმი იდეალური იარაღია..
ადამიანებს უნდა ჩაუნერგო საკუთარი უპირატესობის განცდა, რომელიც გულისხმობს მტრის ხატის შექმნას. თუ ამავე დროს ისტორიულ წყენებს გააღვივებ-აგრესიის შხამი მზადაა.
ეს არის ე.წ. სადაზვერვო პროპაგანდა, სრულიად კონკრეტული მიზნებით, რომლის მიმართაც განსაკუთრებით დაუცველნი ახალგაზრდები და ემოციურად იოლად სამართავი ადამიანები არიან.
ამავე დროს გრძელდება იგივე სადაზვერვო პროპაგანდა ქვეყნის ერთიანობის იდეის წინააღმდეგ.
მაგალითად : ანთიმოზ ბიჩინაშვილმა, რომელიც თავს არქიმანდრიტს უწოდებს, ქართული ისტორიის უბადლო მცოდნესთან, ია ფარულავასთან საუბარში გამოაცხადა, რომ ჩვენი ქვეყნის სახელი საქართველო ბაგრატიონებმა გამოიგონეს და ამით იჩაგრებიან სვანები, მეგრელები და სხვები.
ასეთი აზრების არაადექვატურობას მათივე მავნებლობას თუ შეადარებ.
მოკლედ, მუშაობენ ბიჭები ტავისტოკის ინსტიტუტში დამუშავებული სქემებით, გეგმა ,,ა’ არ გამოუვიდათ და გეგმა ,,ბ” ჩართეს-ქვეყნის დანგრევა ურაპატრიოტიზმის მეშვეობით.
რაღაც საოცარი ჰიბრიდი-მუტანტი შექმნეს- ურაპატრიოტი სოროსელები, რომლებსაც ეროვნულ დროშებთან ერთად ევროკავშირის დროშები აქვთ შემოსხმული, იმ ევროკავშირისა, რომლის შექმნის მიზანი სწორედ ეროვნულობის ნიველირება იყო და არის”,- აცხადებს მეცნიერების დოქტორი, ბატონი სოსო მანჯავიძე.
მოამზადა – თამთა მაისურაძემ
,,GEO NEWS”





