
სოსო მანჯავიძე : ,,რატიანის ისტორია არა მარტო მოსასმენი, არამედ გამოსაძიებელია და მას კომპენსაცია ეკუთვნის. ისევე, როგორც სხვებს, მაგრამ არა ჩვენი, არამედ იმათი ქონების კონფისკაციის ხარჯზე, ვინც ამ ეგზეკუციებში მონაწილეობდა”
,,GEO NEWS “ პოლიტიკის მეცნიერების დოქტორს, ღრმა ინტელექტუალ, ბატონ სოსო მანჯავიძეს ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე და საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის საქმიანობის შესახებ ესაუბრა.
–ბატონო სოსო, როგორ შეაფასებდით დღევანდელ ტენდენციებს და განწყობებს, რაც დომინირებს დღეს საქართველოში ?
–რა უნდა მოუხერხო ამ სრულიად უსირცხვილო, უტვინო და მავნებელ აღქმოიდებს, ფეისბუკში უსაფრთხოდ, რომ ილანძღებიან, არ ვიცი.
ესენი, არ დავკონკრეტდები, ჩუმად ისხდნენ და გულში უხაროდათ, ვინმეს, რომ დაიჭერდნენ და ქონებას წაართმევდნენ.
ამათი მოდგმის არსებები არავითარ პროტესტს არ გამოთქვამდნენ, თუ მათ დაიჭერდნენ, კარგად სცემდნენ, ქონებასაც წაართმევდნენ, შემდეგ გამოუშვებდნენ, მოასუქებდნენ, ისევ დაიჭერდნენ და ა.შ. პირიქით, რაღაც მაზოხისტური სტოკჰოლმის სინდრომი გაუჩნდათ, შეუყვარდათ მიშა. არავითარი პროტესტი ღირსების შელახვის გამო, მხოლოდ შიში და ვირთხული კმაყოფილება.
–დღევანდელი ხელისუფლების მიდგომები აშკარად განსხვავდება ,,ნაციონალების” ძალადობრივი მიდგომებისგან და როგორც ჩანს, ამით ბოროტად სარგებლობენ დღევანდელი სამშობლოს მტრები, ამას როგორ შეაფასებდით ?
-ახლა, როცა არც იჭერენ, არც არავინ სცემს, უსაფრთხო პროტესტში არიან-ტრენდულია და იმიტომ. თან თავი ევროუკრაინულ ჩარჩოებში, რომ აქვთ გაყოფილი, ევროპაში მიდიან და იმიტომ.
-საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მუშაობაც შეგვიფასეთ, ბატონო სოსო…
-ახლა რაც შეეხება კომისიის მუშაობას, მარიამ რატიანის ისტორია არა მარტო მოსასმენი, არამედ გამოსაძიებელია და მას კომპენსაცია ეკუთვნის. ისევე, როგორც სხვებს, მაგრამ არა ჩვენი, არამედ იმათი ქონების კონფისკაციის ხარჯზე, ვინც ამ ეგზეკუციებში მონაწილეობდა.
გაატყავეს და გააუბედურეს ადამიანები და თვითონ სასახლეებში ცხოვრობენ, ქალბატონი გიულის არ იყოს. ვნახოთ რა შედეგს დადებს კომისია….
ქეთი ხომერიკი





