• February

    20

    2026
  • 67
  • 0
სოფელ გლდანიდან სარაჯიშვილის გამზირამდე ახალი მარშრუტი ამოქმედდება, სადაც N560 მიკროავტობუსი იმოძრავებს

სოფელ გლდანიდან სარაჯიშვილის გამზირამდე ახალი მარშრუტი ამოქმედდება, სადაც N560 მიკროავტობუსი იმოძრავებს

21 თებერვლიდან სოფელ გლდანიდან სარაჯიშვილის გამზირამდე ახალი მარშრუტი ამოქმედდება, სადაც N560 მიკროავტობუსი იმოძრავებს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

დედაქალაქის მერიის ცნობით, სოფელი გლდანიდან აღნიშნულ მარშრუტზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობდა.

„მუნიციპალური ტრანსპორტი მოძრაობას დაიწყებს ალექსანდრე ყაზბეგისა და იმერეთის ქუჩების გადაკვეთის მიმდებარე ტერიტორიიდან, გაივლის ალექსანდრე ყაზბეგის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის, 26 მაისის, დავით აღმაშენებლის, მიხეილ გამკაძის, გელა ოჩიაურის, ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძის ქუჩებს, შემდეგ ელეფთერ ანდრონიკაშვილის I შესახვევიდან დაუკავშირდება დავით სარაჯიშვილის გამზირს და მოძრაობას დაასრულებს სარაჯიშვილის გამზირის N47-ის მიმდებარე ტერიტორიაზე.

რაც შეეხება უკუმიმართულებას, N560 გამოიყენებს იმავე მარშრუტს და მგზავრთა მომსახურებას ალექსანდრე ყაზბეგისა და იმერეთის ქუჩების გადაკვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე დაასრულებს.

აღსანიშნავია, რომ დღემდე სოფელ გლდანიდან აღნიშნულ მარშრუტზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობდა. შესაბამისად, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, მგზავრთა მომსახურების  მიზნით, აღნიშნული მარშრუტის დამატების გადაწყვეტილება მიიღო“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor