• October

    22

    2023
  • 973
  • 0
სოფო ხორგუანი : ,, ევროკომისიის ანგარიში მძიმე იქნება, მაგრამ სტატუსს მივიღებთ, ამ ფაქტმა დაუკარგა მოსვენება ოცნებას, როგორ ჩაითვალონ სტატუსის მიღება საკუთარ გამარჯვებად ?!

სოფო ხორგუანი : ,, ევროკომისიის ანგარიში მძიმე იქნება, მაგრამ სტატუსს მივიღებთ, ამ ფაქტმა დაუკარგა მოსვენება ოცნებას, როგორ ჩაითვალონ სტატუსის მიღება საკუთარ გამარჯვებად ?!

პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვა ჩავარდა. იყო თუ არა იმპიჩმენტის პროცედურა ბიძინა ივანიშვილის თამაში, თუ ზურაბიშვილსა და ,,ქართულ ოცნებას” შორის დაპირისპირება რეალურია ? მიიღებს თუ არა საქართველო წლის ბოლომდე კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ? ამ და სხვა საკითხებზე ,, Geo News ” პოლიტიკოს, სოფო ხორგუანს ესაუბრა. 

სოფო ხორგუანი : ერთი წინადადებით რომ გიპასუხოთ – ეს არის ,,ოცნება” ოცნების წინააღმდეგ. დეგრადირებული და გაზულუქებული ოცნება იმ ოცნების წინააღმდეგ, რომელიც სამართლიან და ჰუმანურ სახელმწიფოს გვპირდებოდა. პოლიტიკიდან გამქრალია მოქალაქე, ხელისუფლების მთავარი ამოცანაა, შეინარჩუნოს აბსოლუტური ძალაუფლება, რომელიც მხოლოდ იმისთვის სჭირდებათ, რომ კიდევ უფრო გამდიდრდენ ხალხისა და ქვეყნის ყვლეფის ხარჯზე. რეალობის გრძნობა დაკარგეს, იმდენად დაიჯერეს საკუთარი უძლეველობა. ასე ემართება ყველა ავტოკრატულ რეჟიმს. ავტოკრატია ძვირი ჯდება და ეს რესურსი არ აქვთ. როცა არც იდეა გაქვს და პურიც გაძვირდა, მხოლოდ სანახაობით ვერ შეინარჩუნებ ძალაუფლებას. ეს დაემართათ. იდეისა და ღირებულებებისგან დაცლილებს.

ზურაბიშვილი პრეზიდენტია, არჩეული და ამას ვერაფერს მოუხერხებს კობახიძე, ვერც დანარჩენები. ის ვერ იტყვის, რომ არჩევნები გააყალბა. რაც შეეხება ზურაბიშვილის ,,ნაცმოსთან” თანამშრომლობას, თავად ოცნება განაცდა. არ ჩამოვთვლი სახელებსა და გვარებს, დეპუტატებს, მოსამართლეებს, პროკურორებს, მინისტრებს, მეთოდები, სტილი, მახინჯი მმართველობა, უსამართლობა, ხალხის სულ უფრო გაღარიბება, უიმედობა, ტოტალური კონტროლის სურვილი და შიში, ხვალინდელი დღის შიში – განა, ეს არ იყო ის, რასაც ,,ნაცმოს” ვედავებოდით?! თუ ,,ნაცმოს” 300 ათასი პრობაციონერი ჰყავდა, ოცნებას ამდენივე ემიგრანტი ჰყავს. დესტაბილიზაციისა და ,,ნაცმოს” მობრუნების შიშით ინარჩუნებენ ძალაუფლებას და იმდენად დაემსგავსნენ თავად იმ ურჩხულს, რომელსაც თითქოს ებრძოდნენ, რომ ტოლობა დასვეს. ეს კვლევებშიც ჩანს, სიძულვილის რეტინგით ,,ოცნება” ,,ნაცმოს” დაეწია.

როდესაც ევროპულ მომავალზე ვსაუბრობთ, ვსაუბრობთ უსაფრთხოებაზე, კეთილდღეობაზე, განვითარებაზე, ვგულისხმობთ ღირსეულ სიბერეს პენსიონერებისთვის, საუკეთესო განათლების სისტემას ახალგაზრდებისთვის, როცა მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა, საკუთარი უნარებით, კანონმორჩილებით, კეთილსინდისიერი შრომით ადამიანური და ღირსეული ცხოვრება უზრუნვლეყოს თავისთვის. და არა ის, რასაც აქ ვუყურებთ, თუ ყველაფერზე წამსვლელი ხარ, უტიფარი, უსინდისო, მატყუარა, ქლესა და მლინქვნელი, მხოლოდ მაშინ გაქვს წარმატების შესაძლებლობა. სწორედ ამას ვგულისხმობ, როცა ვამბობ, მოქალაქე, როგორც ღირებულება გამქრალია. ხელისუფლებას არ ახსოვს მთავარი, რომ ის დაქირავებულია დროებით, რათა ემსახუროს ხალხს. ეს არის ევროპა, როცა ხელისუფლებასა და ბიუროკრატიას გაცნობიერებული აქვს, რომ ის მსახურია. მითხარით, ერთი უმაღლესი თანამდებობის პირი მაინც დღეს, ვინც თავს ხალხის მსახურად თვლის.

უკვე ცნობილია, რომ ევროკომისია გაფართოების შესახებ ანგარიშს ნოემბრის შუა რიცხვებში გამოაქვეყნებს. ამბობენ, შუალედური ანგარიში მძიმე იქნება. როგორ ფიქრობთ, მიიღებს თუ არა საქართველო წლის ბოლომდე კანდიდატი ქვეყნის სტატუსს  ?

-სტატუსს მივიღებთ, მივიღებთ იმიტომ კი არა, რომ სახელმწიფოს განვითარებით დავუახლოვდით, არამედ იმიტომ, რომ მეტად არ დავშორდეთ მათ.

ვფიქრობ, ევროკომისიის ანგარიში მძიმე იქნება, მკაცრი შეფასებებით, რეკომენდაციებიც და მოთხოვნებიც სამართლიანი. და დიდი შრომა გველის წინ. ეს იქნება არა იმის დასტური, რომ წინ მივდივართ, არამედ ჩვენი წარსულის დაფასება, როცა პირველები ვიყავით რეგიონში დემოკრატიის მშენებლობით. ეს სტატუსი იქნება ჩვენი სამომავლო შესაძლებლობის წახალისება და რა თქმა უნდა, საქართველოს ხალხის სურვილის აღიარება. ხალხის, რომელსაც მისი ხელისუფლება დაშორდა.

ხელისუფლებაც ატარებს და კითხულობს კვლევებს, მათ იციან, რომ მიუხედავად პროპაგანდისა, უმრავლესობას სწორედ ევროპული განვითარება უნდა. ისიც იციან, რომ სტატუსს მოგვცემენ. ცდილობენ, ეს საკუთარ გამარჯვებად გააფორმონ, მიუხედავად იმისა, რომ თავად მხოლოდ აზიანებდნენ ამ პროცესს. პრეზიდენტსაც იმიტომ ერჩიან. სალომე ზურაბიშვილი ხომ ის ერთადერთი მოქმედი ხელისუფალია, ვინც ყველაზე დიდი ძალისხმევა გასწია ამისთვის. ამ ფაქტმა დაუკარგა მოსვენება ოცნებას, როგორ ჩაითვალონ სტატუსის მიღება საკუთარ გამარჯვებად ?!

-და ბოლოს, რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში, შავი ზღვის სანაპიროზე სამხედრო-საზღვაო ძალების ბაზირების ახალი მუდმივი პუნქტის შექმნას გეგმავს. ხელისუფლების განცხადებით, ეს არის ოკუპაციის გაგრძელება. რამდენად შესაძლებელია, ამას რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად დაძაბვა მოჰყვეს ?

-დიახ, ოკუპაცია გრძელდება და რას აკეთებს პრემიერი იმისთვის, რომ ეს არ გაგრძელდეს? როცა ყველა პარტნიორთან და მეგობართან და მხარდამჭერთან, ვისი იმედიც უნდა გვქონდეს, ურთიერთობას აცუდებს ? მაგრამ სიბრიყვე ეს არის სწორედ, როცა თავი სხვაზე ჭკვიანი და მოხერხებული გგონია. ზომიერი და პრაგმატული პოლიტიკა დაარქვეს იმას, რომ პრაქტიკულად მარტო გვტოვებდნენ მონსტრის წინაშე. მაგრამ მსოფლიო იცვლება, დღეს სულ უფრო მკვეთრად ჩანს შავი და თეთრი. და არჩევანის გაკეთებაც იოლია.

ამ ხელისუფლების პირობებში თუ უკვე მომავალი ხელისუფლების სულ რაღაც ერთ წელიწადში, ჩვენი არჩევანი ცივილიზებული სამყაროს მხარეს იქნება უფრო ხმამაღლა და თვალსაჩინოდ.

ქეთი ხომერიკი

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor