
სოხუმის დაცემიდან 32 წელი გავიდა
27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა. აფხაზეთის ომის დასრულების 32-ე წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერთან კახა კალაძესთან, თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-ლეიტენანტ გიორგი მათიაშვილთან და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, აფხაზეთში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.
მთავრობის წევრებმა გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ოჯახის წევრებს გაესაუბრნენ.





