• September

    29

    2023
  • 112
  • 0
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კოკა კაციტაძე ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში „წამების წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო ორგანიზაციის“ (OMCT) წევრებს  შეხვდა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კოკა კაციტაძე ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში „წამების წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო ორგანიზაციის“ (OMCT) წევრებს შეხვდა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კოკა კაციტაძე ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში „წამების წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო ორგანიზაციის“ (OMCT) წევრებს  შეხვდა.

კოკა კაციტაძეს და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებს რეგიონული პროგრამის კოორდინატორმა, მაშა ჩიჩენკოვამ და ადამიანის უფლებათა მრჩეველმა, ილვია ჰასანოვამ უმასპინძლეს.

OMCT – არასამთავრობო ორგანიზაციების საერთაშორისო კოალიციაა, რომელიც  წამებასა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებთან ბრძოლის მიზნით  200 წევრ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად მუშაობს.

„წამების წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო ორგანიზაცია“ (OMCT), წამების საწინააღმდეგო კომიტეტის (CPT) შეხვედრებისთვის ანგარიშების კოორდინაციას უზრუნველყოფს.

სამსახურის უფროსმა უფლებადამცველებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის როლსა და მანდატზე მიაწოდა ინფორმაცია. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამართალდამცავების მიერ ჩადენილ არასათანადო მოპყრობის ფაქტების, ადამიანის პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფის, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის და ადამიანის უფლებების და თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული სხვა ფაქტების გამოძიების და ამ პროცესში მსხვერპლთა ჩართულობის საკითხებს. ასევე, ყურადღება გამახვილდა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ნაყოფიერ თანამშრომლობაზე უფლებადამცველ ორგანიზაციებთან.

„წამების წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო ორგანიზაციის“ წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს, წამების, არასათანადო მოპყრობის, ძალადობის და დისკრიმინაციის ნიშნით  ჩადენილი დანაშაულების გამოძიების თაობაზე, ორგანიზაციის მიერ დაგროვილი გამოცდილება გაუზიარეს და სამომავლო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.

ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor