• August

    31

    2024
  • 68
  • 0
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე სამართალდამცველი დააკავა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე სამართალდამცველი დააკავა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე 1993 წელს დაბადებული, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 29 ივლისს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში ბრალდებულმა თავის და სხეულის სხვადასხვა არეში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება მიაყენა ამავე სოფელში მცხოვრებ დაზარალებულს. მიყენებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული გადაყვანილი იქნა სამედიცინო დაწესებულებაში.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, 2024 წლის 31 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის დააკავა.

დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე გამოძიებას აგრძელებს.

ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor