• August

    7

    2024
  • 87
  • 0
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ძალადობის ფაქტზე სამართალდამცველი დააკავა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ძალადობის ფაქტზე სამართალდამცველი დააკავა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ძალადობისა და მუქარის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სამართალდამცავმა 2024 წლის 6 აგვისტოს დუშეთის რაიონის სოფელ ზემო ბულაჩაურში დაზარალებულს სახის და თავის არეში დაზიანებები მიაყენა და დაემუქრა მისი და მისი შვილების სიცოცხლის მოსპობით. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაზარალებული ქალის მომართვის შემდეგ გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა, რის შემდეგაც 2024 წლის 7 აგვისტოს სამართალდამცავი დაკავებული იქნა ძალადობისა და მუქარის ბრალდებით.

დანაშაული სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცავს ბრალდება 48 საათში წარედგინება. სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე აგრძელებს გამოძიებას.

ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor