• March

    7

    2025
  • 76
  • 0
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ძალადობისა და მუქარის ფაქტზე შსს-ს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი ამხილა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ძალადობისა და მუქარის ფაქტზე შსს-ს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი ამხილა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ძალადობისა და მუქარის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი ამხილა.

უწყების ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ სამართალდამცავი ეჭვიანობის ნიადაგზე მეუღლის მიმართ აგრესიას გამოხატავდა და მას ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა.

„კერძოდ, 2024 წლის ივლისში ბრალდებულს და დაზარალებულს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდათ, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ბრალდებულმა, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, დაზარალებულ ქალს სხეულის სხვადასხვა მიდამოში რამდენჯერმე დაარტყა ხელი და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. ძალადობის შედეგად დაზარალებულმა დაზიანებები მიიღო.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაზარალებულის მომართვის საფუძველზე გამოძიება აწარმოა. გამოიკითხა დაზარალებული, რომელსაც ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა. აგრეთვე გამოიკითხა დაზარალებულის ოჯახის წევრები და საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირები. ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი და მოპოვებული იქნა დანაშაულში მამხილებელი სხვა მტკიცებულებები და, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის სამი ეპიზოდისთვის და მუქარის ფაქტზე საქართველოს პროკურატურის მიერ გამოტანილი დადგენილების საფუძველზე, სამართალდამცავს ბრალდება წარედგინა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით აგრძელებს.

დანაშაული სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია საგამოძიებო უწყების ინფორმაციაში.

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor